ბახმაროს შესასვლელში, სადაც დამატებითი ძალები გადმოისროლეს, “ქართული ოცნების” წევრები გააჩერეს და კურორტზე არ შეუშვეს. ბახმაროში შესვლის საშუალება არც იმ ადამიანებს მისცეს, რომლებიც კოალიციის წარმომადგენლებს მიესალმნენ.
მაშინ, როცა “ოცნების” წარმომადგენლებს კურორტზე არ უშვებენ, რამდენიმე ათეული მიკროავტობუსი, რომელშიც ნაციონალების მხარდამჭერები ისხდნენ, შესაბამისი მაისურებით და კეპებით, უპრობლემოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სპეცრაზმი მუშაობაში ხელს არც “რეალ ტვ”-ის და არც “რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფს არ უშლიდა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდად იღებდნენ კადრებს.