_ ჯერ იყო და, “ნაციინალების” ატრიბუტიკიანი მაისურების დარიგებაში მთელი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს პოლიციელების ჩათვლით, მერე კი “ქართული ოცნების” წევრები არ შეუშვეს ბახმაროში. სხვათაშორის, არა მარტო “ქართული ოცნების” წარმომადგენლები _ არ შეუშვეს რიგითი ადამიანები, რომლებმაც გაბედეს და “მეოცნებეებს” მიესალმნენ.
ახლა ბახმაროში მხოლოდ ნაგვის ნარჩენები და დამსვენებელია, რომლებსაც ღონისძიებიდან მხოლოდ “ნაციონალების” მაისურები და კეპები დარჩათ.
უამინდობის გამო არ ჩატარდა კონცერტი სახელწოდებით _ “მეამაყება საქართველო”, რომელიც ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით უნდა გამართულიყო. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოყვანილ სტუდენტებს სპეციალური კარვები უკვე დაუსველდათ. უცნობია, სად გაათევენ ღამეს ისინი _ კარვებში რომ მთელი ღამით გაჩერება შეუძლებელია, ამას პირად საუბრებში აღიარებენ.
ისინი ახალგახსნილ სასტუმროში ვერ დაიდებენ ბინას, რადგან იქ მხოლოდ ერთი ოთახია მოწყობილი, როგორც ჩანს, ნაციონალური ტელევიზიებისთვის. თუმცა, იმ ოთახში წყალიც კი არ მოდის. როგორც გვითხრეს, სასტუმროში წყალი არ არის და ტელევიზიების და პრეზიდენტის იქ ყოფნის დროს, სპეციალური ავზი იყო დამონტაჟებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც გაწყობილ, ისე გაუწყობელ ოთახებში იატაკი დაგებული არ არის _ როგორც “გურია ნიუსი” წერდა, ხალიჩების ქვეშ მხოლოდ ბეტონია, სახელდახელოდ შეღებილი გიფსოკარდონები კი ალაგ-ალაგ დაზიანებულია.
რაც შეეხება ახალგახსნილ ამფითეატრს, იქ უკვე წყალი დგას და წვიმის გაძლიერებასთან ერთად, მისი დონე იმატებს.
ახალაშენებულ ობიექტში წყალი ჩამოდის
ახალგახსნილი ობიექტის ქვეშ
ახალგახსნილ სასტუმროში წყალი ასეა შეყვანილი
ახალგახსნილი ამფითეატრში წყლის დიდი გუბე დგას,
რომლის დონეც წვიმის რაოდენობასთან ერთად, ნელ-ნელა იმატებს