რატომ არ არიან დაკავებულები ორმუღალოს საკრებულოს წევრის ვაჟიშვილი და გამგებლის დისშვილი, რომლებიც მოგვივარდნენ და ცდილობდნენ შეხვედრის ჩაშლა და რაც მთავარია, რომელიც ფიზიკურად გასწორდნენ ფსევდო ინფო-9 ის ოპერატორს, რადგან ეგონათ რომ ის იყო ინფო-9-ის ჟურნალისტი. მათი მხრიდან იყო პირდაპირი შეძახილი, ინფო გავანეიტრალოთო და დაუწყეს ცემა, რაც კარგად ჩანს ვიდეო მასალშიც. ასევე კარგად ჩანს საკრებულოს წევრის ვაჟიშვილი და გამგებლის დისშვილი როგორ ურტყამენ ხელს და როგორ მისდევენ მათ. ამ კადრებში, სამწუხაროდ, ჩანს როგორ იწევდნენ ჩემსკენ და როგორ შეეხნენ ისინი ფიზიკურად ჩემს თანაშემწე ნათია ქობალიას, რომელიც კადრებში არ ჩანს. რაც ჩანს, იმას ვერ ვამტკიცებთ და რაც არ ჩანს, ბუნებრივია, ამის დამტკიცება ძალიან ძნელია.
გუშინ საღამოს იყო სასამართლო პროცესი, სადაც 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ჩვენს წევრებს. მოსამართლემ არ მისცა საშუალება ადვოკატს, გასაუბრებოდა თავის დაცვის ქვეშ მყოფებს. სასამართლო სხდომათა დარბაზში მოსამართლემ განაცხდა, რომ ნებართვა უნდა მოგვეთხოვა ბადრაგისგან. ასეთი გულწრფელი მოსამართლე, მე პირადად, ჯერ არ შემხვედრია”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დღეს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოში, სოფელ ორმუღალოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა და ჟურნალისტებს ვიდეო მასალა გააცნო.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ინციდენტი მოხდა ორმუღალოს ბაზარში, სადაც დილის 7 საათზე ის ხალხთან შესახვედრად მივიდა და “ქართული ოცნების” აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული გაზეთი დაურიგა.
მათ უთხრეს, რომ დაეტოვებინათ ბაზრის ტერიტორია და როდესაც უარი მიიღეს, კონკრეტულმა პიროვნებამ განუცხადა, _ ის, რაც ახლა მოხდება, ამასაც ნახავთო. დაახლოებით ერთ საათში, მართლაც მოხდა ინციდენტი.
_ ყველას ვაფრთხილებ გიგა ბოკერიადან დაწყებული, ორმუღალოს პოლიციის უფროსს გია მამისაშვილს ვაფრთხილებ, არ გაბედონ, განსაკუთრებით საკრებულოს წევრებისა და გამგებლის შვილებმა არ გაბედონ შეხვედრების ჩაშლა! ჩვენს არ ვაპირებთ დავტოვოთ შეხვედრის ადგილი. სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება გიგა ბოკერიას და პოლიციის უფროსს, _ განაცხადა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საჩივარი შეიტანა პოლიციასა და ასევე უწყებათაშორის კომისიაში, გადაგზავნილია სადამკვირებლო საერთაშორისო კომისიებშიც, მაგრამ დღემდე მათგან პასუხი არ არის.