სასტუმროს ეზოში განთავსდება ჩოგბურთის კორტები, ირგვლივ გაშენდება ლამაზი ბაღი. ყველაზე მთავარი, რაც მათ სურთ, გააკეთონ, ღვინის მუზეუმია. შედგენილი აქვთ პროექტი. ამ მუზეუმს, როგორც თვითონ ამბობენ, მრავალი ტურისტი ნახავს. ძმები გეგმავენ ასევე, გახსნან საკონსერვო ქარხანა და დაასაქმონ ახალგაზრდები, რომელთა უმრავლესობა სამუშაოს საძებნელად სოფლიდან გარბის.
უგზოობას კი, რაც ასე ძალიან აწუხებს სოფელს, მხოლოდ ჩხაიძეები ვერ მოაგვარებენ. თუმცა, ძმები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება დაიწყებს გზის მშენებლობას, გარკვეულ ხარჯებს, თანადახმარების პრინციპით, თვითონაც გაიღებენ.