ჯერჯერობით, კონცერტის გამართვის ზუსტი ადგილი უცნობია, რადგან ოზურგეთის გამგეობამ ორგანიზატორებს მუნიციპალიტეტის ცენტრი არ დაუთმო, თუმცა, ალტერნატიული ფართები შესთავაზა. ამის პარალელურად, თავის მხრივ, ხელისუფლებამ აქტიური მზადება დაიწყო, რაც იმაში გამოიხატება, რომ 29 აგვისტოს ოზურგეთიდან ათეულობით მიკროავტობუსი ანაკლიაში გაემგზავრება. ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” მიკროავტობუსის მძღოლებმა დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ გამგეობამ მგზავრობისთვის საჭირო თანხები უკვე გადარიცხა. როგორც გავარკვიეთ, ანაკლიის აკვაპარკი 29 აგვისტოს, ოზურგეთელებისთვის უფასო იქნება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით ბერას მაყურებელს წაართმევს და ისე, როგორც “შინის” კონცერტისას, ივანიშვილს მხოლოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ამარა დატოვებს.
Developed By My Software 2021 © All rights reserved