https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცსკო-ს გრანტი _ არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციისთვის

20:08; 26.08.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რომლის მიზანი ელექტორატის აქტიურობის ზრდა, ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევნის გაკეთება, სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიების ჩატარება და მედია საშუალებების როლის გააქტიურებაა ამომრჩევლებისათვის ხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, “გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტომ” გაიმარჯვა. ორ თვეში 25 000 ლარით დაფინანსდება ორგანიზაცია, რომლის ოფისი მოქალაქეებისთვის შეუღწეველ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, თანამშრომლები კი თვლიან, რომ სახელისუფლებო სტრუქტურაში მუშაობენ!

“გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტოს” წესდება 2009 წლის 21 დეკემბერს, სააგენტოს წევრთა საერთო კრების მიერ არის მიღებული. სააგენტოს რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმდროინდელი გამგებელი და ამჟამინდელი გამგებლის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი გიორგი გოგუაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმდროინდელი გამგებელი მამუკა დოლიძე, შპს “კოლხიდას” ხელმძღვანელი ხათუნა ლაგაზიძე და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის იმჟამინდელი ხელმძღვანელი და პარლამენტის ახლანდელი დეპუტატი გოჩა შანიძე. სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე ლიკა ღლონტი გახლდათ _ ვალერი ჩიტაიშვილის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი.

წესდების თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზანს გურიის დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა, მისი სოციალურ-ეკონომიური განვითარების სტიმულირება, გურიის რეგიონის ცნობადობის მიღწევა და ა.შ. წარმოადგენს.

ამ სააგენტოს დამფუძნებელთა პირველი ოქმი 2010 წლის 10 იანვრით თარიღდება, ხოლო საჯარო რეესტრში ამავე წლის 1 მარტს არის დარეგისტრირებული ავთანდილ მექვაბიშვილის განცხადების საფუძველზე.

ამავე პერიოდში, სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, გამგეობების შენობებში ფართები გამოუყვეს სააგენტოს და როგორც დოკუმენტები ცხადჰყოფენ, პროექტებზე მუშაობა დაიწყეს. ორგანიზაცია განსაკუთრებულად საარჩევნოდ გააქტიურდა და როგორც მისი წევრები პირად საუბრებში ამბობენ, “მაგარი პროექტი გაარტყეს”. ამ პროექტის ერთ-ერთი პირობა კი, საარჩევნო დებატების მოწყობა გახლდათ, რომელიც არავინ იცის, სად, როდის და როგორ ჩატარდა.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა შანიძე მაშინ ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ ამ სააგენტომ ბევრ ახალგაზრდას გზა გაუკვალა და დაასაქმა კიდეც.

იმავე პერიოდში შანიძე ადასტურებდა, რომ სააგენტომ დებატების პროექტი განახორციელა, რასაც არ ეთანხმებოდა გურიის სამხარეო რწმუნებულის აპარატის ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი ლიკა ღლონტი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე იყო: “სააგენტოს არც ერთი პროექტი არ აქვს გახორციელებული. ჩემზე უკეთ იცით, ორგანიზაცია რომ დაფინანსდეს, გამოცდილებაა საჭირო. ნამუშევარი აქვთ ახალგაზრდებს, რომ დაემყარებინათ კონტაქტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

_ ჩვენთან საუბარში, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გოჩა შანიძემ თქვა რომ იყო რამდენიმე პროექტი, მათ შორის დებატები საარჩევნოდ, თუმცა, ვერ გვითხრა სად გაიმართა ეს დებატები. თქვენ ამ ინფორმაციას უარყოფთ. გამოდის, რომ პარლამენტის დეპუტატი, რომელიც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია, არასწორ ინფორმაციას გვაწვდის?

_ ეტყობა, ბატონმა გოჩამ არ იცოდა დეტალები. ის მხოლოდ დამფუძნებელია.

_ როგორც თავად გვითხრა, აქტიურად საქმიანობდა, ტრენინგებს უტარებდა ახალგაზრდებს…

_ როდესაც ბატონი გოჩა ტრენინგებს ატარებდა, სააგენტო ახალი დაფუძნებული იყო. მან ხელი შეუწყო ახალგაზრდებს, რომ რუმინეთში, ამ ქვეყნის დაფინანსებით წასულიყვნენ. მერე უბრალოდ, ალბათ არ ეცალა.

ახლა, ამ სააგენტოს ხელმძღვანელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი მამუკა დოლიძეა. სააგენტო, რომელიც ყოველწლიურად იღებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებას, საქმიანობის შესახებ არაფერს ამბობს. მხოლოდ წელს და მხოლოდ ჩოხატაურის მწირი ბიუჯეტიდან სააგენტოს 11 000 ლარი აქვს გამოყოფილი. კიდევ უფრო მეტია სააგენტოს დაფინანსება ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან.

ცოტა ხნის წინ, მამუკა დოლიძე სააგენტოს შესახებ ჩვენთან ღიად საუბრობდა: _ მსგავსი ორგანიზაციები წარმატებით მუშაობენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სწორედ მათი რეკომენდაციებით და გამოცდილებების საფუძველზე შეიქმნა ჩვენი სააგენტო. თავის დროზე რეკომენდაციები და კონსულტაციები დაფუძნების თაობაზე აგრეთვე მიღებულ იქნა რეგიონული განვითარების სამინისტროსგან, საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისაგან, ევროპის რეგიონთა ასამბლეის გენერალურ მდივან კლაუს კლიპისაგან, კახეთისა და თბილისის რეგიონალური განვითარების სააგენტოებისაგან.

_ წინასაარჩევნოდ, თქვენი პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო დებატები. თუ გახსოვთ, სად, როდის და რა ფორმატში გაიმართა პროექტით გათვალისწინებული დებატები?

_ ორგანიზაციას ჯერჯერობით არცერთი პროექტი არ აქვს მოგებული (წარდგენილიც არ ჰქონია). მან გაიარა მოსამზადებელი ეტაპები. პირველ ეტაპზე გასაუბრებით (დამფუძნებლებისაგან) შეირჩა სხვადასხვა პროფესიის მოტივირებული, ლიდერის თვისების მქონე ახალგაზრდები და ჩაუტარდათ ტრენინგი პროექტის დიზაინსა და მართვაში. 2010 წელს ისინი მიწვეულ იქნენ ტრენინგზე ქალაქ ბუსტენში (რუმინეთი), ტრენინგის თემა იყო “მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება”.

თანამდებობიდან საკმაოდ სკანდალურად წასული გამგებელი, ახლა კი “სამთავრობო” არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საზოგადოებას იმით დაამახსოვრდა, რომ სატელევიზიო გადაცემის მომზადებისას, მკერდზე მიკროფონი დარჩა დაბნეული და მთელმა საქართველომ მოისმინა, როგორ ეტრაბახებოდა “უფროსს”, რომ ჟურნალისტებს კაბინეტიდან გაყრიდა და “თავზე დაახურავდა”.

წინა წლისგან განსხვავებით, როცა ორგანიზაციის ხელმძღვანელებმაც კი არ იცოდნენ ახორციელებდნენ თუ არა სადებატო პროექტს და მხოლოდ ერთი საზღვარგარეთული “პაეზდკა” ახსოვდათ, შედეგიანია მიმდინარე წელი; “გურიის რეგიონული განვითარების სააგენტოს” წლეულს რამდენიმე პროექტი დაუფინანსეს; მათ შორის ორი _ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანი ელექტორატის აქტიურობის ზრდა, ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთება, სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიების ჩატარება და მედია საშუალებების როლის გააქტიურებაა ამომრჩევლებისათვის ხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სწორედ სახელისუფლებო ორგანიზაციამ გაიმარჯვა.

ამ ორგანიზაციის ოზურგეთის ოფისი გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. “გურია ნიუსმა” სააგენტოს სამუშაო ოთახში შესვლა მხოლოდ იმ მიზეზით ვერ შეძლო, რომ საშვი არავინ გამოგვიწერა. გამგეობის სამდივნომ გუბერნიის აპარატში გადაგვამისამართა, გუბერნიამ _ საკრებულოში.

ნახევარი საათის კვლევა-ძიების შემდეგ, მხოლოდ ის მოხერხდა, რომ დერეფანში სააგენტოს თანამშრომელს თეა სურგულაძეს გავსაუბრებოდით, რომლის თქმით, კანონის თანახმად უფროსის ნებართვის გარეშე საუბრის უფლება არ აქვს:

_ ხელმძღვანელიდან აიღეთ ნებართვა და პრობლემა არ არის შემოშვების.

_ ხელმძღვანელი თუ არ არის, პასუხისმგებელი პირი არ უნდა იყოს?

_ ვთქვათ მე ვარ პასუხისმგებელი პირი, მაგრამ მაინც მისგან უნდა აიღოთ ნებართვა.

_ იქნებ, ის მაინც გვითხრათ ვის ეკუთვნის ეს ორგანიზაცია?

_ საკრებულოს (?!).

_ საარჩევნო თემაზე მუშაობის გამოცდილება გაქვთ?

_ მე ვერაფერს გეტყვით. კანონით არ მაქვს საუბრის უფლება ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე, _ დაგვიკონკრეტა “ენჯეოშნიკმა” სურგულაძემ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ოფისი ჩოხატაურშიც აქვს, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა! მამუკა დოლიძე ამბობს, რომ მალე გაიხსნება და აუცილებლად დაგვპატიჟებს. უშუალო შეხვედრა მასთან ვერ შედგა და ამიტომ, ტელეფონით ვესაუბრეთ.

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც ცესკო ორ თვეში 25 000 ლარით “მიუკერძოებლობისთვის” გრანტით აფინანსებს, “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ “გურიის განვითარების სააგენტო” სამთავრობო ორგანიზაციაა. მისივე თქმით, სააგენტო იმას აკეთებს, რაც პროექტით არის გათვალისწინებული.

_ ბატონო მამუკა, საკონკურსო განაცხადში გარკვევით არის მითითებული, რომ ორგანიზაციას საარჩევნო გამოცდილება უნდა ჰქონდეს. თქვენს ორგანიზაციას ეს გამოცდილება აქვს?

_ რას ქვია, რა გამოცდილება გაქვს?

_ სააგენტო შექმნილია 2009 წელს. 2011 წელს ჩვენთან საუბრისას ამბობდით, რომ არცერთი გრანტი არ გქონდათ მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოჩა შანიძე გრანტის არსებობას ამტკიცებდა, თანაც ამ დროში არც არჩევნები ყოფილა…

_ დიახ. მერე?

_ 2012 წელს იღებთ ცსკოს გრანტს, რომლის მთავარი განმსაზღვრელი იყო, რომ საარჩევნოდ მუშაობის გამოცდილება გქონოდათ. თუმცა, თქვენვე გვეუბნებოდით, რომ არ გქონდათ გამოცდილება.

_ მე თქვენ გითხარით, რომ ეს ორგანიზაცია შექმნილია 2009 წელს და თუ არაფერი აქვს გაკეთებული, არც გამოცდილება აქვს და არც რაიმე გაკეთებული, იმის გამო, რომ ის ადამიანები, ვინც არიან ჩემთან დასაქმებულები სამსახურში, გადიოდნენ შესაბამის სწავლებებს, ტრენინგებს.

_ მაგრამ ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ…

_ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ არჩევნების გამოცდილება არა მაქვს, აბა რისი გამოცდილება მაქვს?

_ არჩევნების გაყალბებაში რომ გამოცდილება გაქვთ, ამაში ორი აზრი არ არსებობს და არ გეკამათებით.

_ იცით, რას გეტყვით, ქალბატონო ნატო? საჩხუბრად თუ მირეკავთ, სხვა საკითხია…

_ რა შუაშია ჩხუბი?! გვაინტერესებს ორგანიზაციას რა გამოცდილება აქვს საარჩევნოდ მუშაობის…

_ თქვენ თუ იმაში გეპარებათ ეჭვი, რომ მე არა მაქვს რაიმე გამოცდილება ისეთი, რომ 25 000-ლარიანი და თუნდაც 1000 ლარიანი პროექტი განვახორციელო ისე როგორც საჭიროა და როგორც არის მითითებული, ძალიან ცდებით და როგორც მე მაქვს გრანტი აღებული და ვმუშაობ ამ გრანტზე და ჯერჯერობით პრეტენზია არავის არ ჰქონია, ისე გაქვთ თქვენც.

_ ჩვენ არ ვართ სახელისუფლებო ორგანიზაცია და ძალიან გთხოვთ, ჩვენს მუშაობას თქვენსას ნუ შეადარებთ. თქვენ ბიუჯეტი გაფინანსებთ… სხვა თუ არაფერი, ამაში განსხვავებას ვერ ხედავთ?

_ მერე რა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაცია ვარ?

_ განაცხადში გარკვევით იყო მითითებული, რომ პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა…

_ ეგ არსად არ წერია (არადა, გარკვევით წერია. ავტ.) და გადახედეთ ჩემს დებულებას კარგად.

_ გადავხედეთ და ვიცით, რომ ოფიციალურად არასამთავრობო ორგანიზაცია ხართ, თუმცა, ასევე ოფიციალურად ხართ სამთავრობო და თქვენ ბიუჯეტი გაფინანსებთ.

_ იცით რას გეტყვით? თქვენ არ ხართ კომპეტენტური ამ საქმეში, გატყობთ.

_ ანუ?

_ ანუ ოფიციალურად მქვია, რომ არასამთავრობო ვარ ,როგორია? დებულებაში წერია, რომ ეს არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი. ეს ოფიციალურად არასამთავრობო არ არის. ეს არის ოფიციალურად სამსახური, _ აზუსტებს დოლიძე.

გიორგი მონიავა, ცესკოს სწავლების ცენტრის საკონტაქტო პირი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კომისია, კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობას არ ამოწმებს. მისივე თქმით, თუ კომისიისთვის საეჭვო დეტალები გახდება ცნობილი, გადამოწმდება მხოლოდ ამ შემთხვევაში და შემდეგი კონკურსის დროს გაითვალისწინებენ! მონიავას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდა, რომ მონაწილე ორგანიზაცია სამთავრობოა, ხელშეკრულება ვერ შეწყდება.

_ ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებული მუხლების შესაბამისად არის შესაძლებელი, _ განმარტავს მონიავა და დასძენს, რომ დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან კომპეტენტური არ არის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციის პოლიტიკურ ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, დეტალებს აუცილებლად გაარკვევს, რომ მსგავსი კითხვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არ დაისვას:

_ მე არ ვიცი, ვინ რას აფინანსებს, ვის რა ორიენტაცია აქვს. მე რომ ორიენტაციით ვუყურო ვის მივცემ და ვის არ მივცემ, სულ აირევა…. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და ახლა ვის სოროსისგან აქვს და ვის ჩხოროწყუს გამგეობიდან და ვის კიდევ რომელიღაც ბიოლის ფონდიდან, ეგ მე რა ვიცი.

_ და იმ შემთხვევაში, თუკი ეს დასტურდება და გაიგებთ, მაშინ რას აკეთებთ?

_ თუ ეთიკას და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ, რაზეა საუბარი.

_ განაცხადში მითითებული იყო, რომ მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეღო და უნდა ჰქონოდა საარჩევნო გამოცდილება. არც ერთია და არც მეორე ამ კონკრეტულ შემთხვევაში…

_ საარჩევნო გამოცდილება იქ მაინცდამაინც არ იყო. იქ მითითებული იყო, რომ საარჩევნო თემატიკაზე უნდა ყოფილიყო. ზეპირად არ მახსოვს ნამდვილად.

_ ის, რომ სახელისუფლებო რგოლს მიეცით არაფერს ნიშნავს?

_ სახელისუფლებო რას ჰქვია?! არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ენჯეოს ვაძლევ და ვის რა ორიენტაცია აქვს და ვის ქალი უყვარს და ვის კაცი, მაგის მიხედვით მე ვერ გავარჩევ.

_ სააგენტოს ხელმძღვანელი თავად ამბობს, რომ არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია…

_ მე საიდან უნდა ვიცოდე, რას ამბობს და სად ამბობს?! თუ მოიყვანთ და მეტყვის, რომ სამთავრობო ვარო, მოვაბრუნებინებ უკან, ბიუჯეტში თანხას.

_ მაშინ ჩვენ გამოგიგზავნით ყველა ჩანაწერს, რომელიც ოფიციალურად არის მოპოვებული…

_ საფუძველი არ მაქვს, რომ თქვენს საუბარში ეჭვი შევიტანო. მეორეც _ რომც განაცხადოს, ფორმალურად მე არ მაქვს ეთიკური და იურიდიული საფუძველი, რომ ვუთხრა, შენ რატომ მიიღე კონკურსში მონაწილეობა, თუ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მე გრანტებს ვაძლევ ისეთ არასამთავრობოებსაც, მე პოლიტიკური პოზიციების მიხედვით გრანტებს ვერ დავარიგებ ან ვერ შევზღუდავ. მაგ მხრივ დისკრიმინაციას ვერ გავაკეთებ ვერც ერთი მიმართულებით, _ გვითხრა ხარატიშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ტურისტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

ანაკლიაში გასეირნება ბერას კონცერტის პარალელურად

ყველა სიახლე

საზოგადოება

ოზურგეთის რაიონული სასამართლო ისევ ორი მოსამართლის იმედზეა

12:15; 5.02.2026
სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5.02.2026
საზოგადოება

მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება _ გზების დეპარტამენტი

11:32; 5.02.2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5.02.2026
სამართალი

ცივი იარაღით კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

11:10; 5.02.2026
ზაფრანი

ქალის ტიპები და ასტროლოგია

10:20; 5.02.2026
ზაფრანი

ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო

10:18; 5.02.2026
ზაფრანი

მაიას ცივილიზაცია და ასტროლოგია

10:17; 5.02.2026
ზაფრანი

ყველაზე პატიოსანი ადამიანები

10:16; 5.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

10:12; 5.02.2026
მსოფლიო

ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

10:11; 5.02.2026
ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო