“ნაცმოძრაობის” სიაში ის 76-ე ნომერია და თან, როგორც სიაში წერია, ის უპარტიოა. გოჩა შანიძე, მისი პარლამენტარობის დროს, იმით დაამახსოვრდა საზოგადოებას, რომ გადაცემაში “აკრედიტაციის გარეშე”, წამყვანის შალვა რამიშვილის შეკითხვაზე, აქვს თუ არა ნაკლი პრეზიდენტს, კარგა ხნის ფიქრის მერე, მეტად ორიგინალური პასუხი გასცა – დრო!
პარტიულ სიაში, როგორც “გურია ნიუსი” წერდა, მეოცე ნომრად, უკვე ოფიციალურად წარდგენილი ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილია. ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – გიორგი გოგუაძე და მანანა ჯინჭარაძე, პარტიულ სიაში, შესაბამისად, 130-131 ნომრად არიან წარმოდგენილნი.
155- კაციან სიაში მოხვდნენ ხათუნა ოჩიაური, ხათუნა გოგორიშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ხაჩიძე, ლევან თარხნიშვილი, დავით დარჩიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი და სხვები.