მათი განცხადებით, გვამები წუხელ ღამით უნდა მიესვენებინათ, ოღონდ იმ პირობით, რომ მაშინვე დაკრძალავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მზის ჩასვლის შემდეგ დაკრძალვა მათი წესი არ არის, ისინი მზად იყვნენ, ამ დათმობაზე წასულიყვნენ.
„გურია ნიუსმა“ გათხრილი საფლავების გადაღება იმ მიზეზით ვერ მოახერხა, რომ ადგილობრივი ადათ-წესების თანახმად, იმ ტერიტორიაზე ქალების შესვლა აკრძალულია.
ფოტორეპორტაჟში ასახულია მეჩეთთან შეკრებილი პანკისელები, მიცვალებულების გადმოსვენების მოლოდინში.
სასაფლაო დუისში
მეჩეთი დუისში
დუისელები მეჩეთთან
დაკრძალვაზე ჩამოსული ხალხი