ამავე შეხვედრაზე იმყოფებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შვებულებაში მყოფი გამგებელი, ლელა იმედაშვილი, რომელიც ამჟამად "ნაციონალების" საარჩევნო შტაბში მუშაობს და რომლის თქმით, გამგეობაში პირადი ნივთების წასაღებად იმყოფებოდა. იმედაშვილის განმარტებით, მას შეხვედრები არ გაუმართავს, თუმცა, შენობიდან გამოსულმა სოფელ ერკეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნატო ჩანტლაძემ, ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ ლელა იმედაშვილს შეხვდა და სოფლის პროექტებზე ღამის 12 საათზე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსს" ადმინისტრაციული შენობის დაცვამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. კითხვაზე _ რატომ არის კანონი შერჩევითი, რატომ უშვებენ შვებულებაში მყოფ გამგებელს უსაშვოდ და რა მიზნით იმართება ღამეული შეხვედრები, პასუხი არც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გაგვცა და არც საკრებულოს თავმჯდომარემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved