https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სახლის წართმევის მოლოდინში გარდაცვლილი

7:09; 17.09.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ წერილის შემდეგ, თვენახევარი გავიდა და როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები მოხუცი პენსიონერი ჟენრო ლაცაბიძე და მისი რძალი მზია ბოლქვაძე აცხადებენ, პროკურატურის მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა:

_ დამიძახეს პროკურატურაში, დამაწერინეს ხელახლა განცხადება, დამკითხეს, შეადგინეს ოქმი და მითხრეს, 10 დღეში პასუხი გექნებათო. იმის შემდეგ რამდენი დღე გავიდა… მოგვატყუეს, მოვალთ, მოვალთო, იძახიან და ასე მოვიდნენ. ამ ამბავს შეეწირა ჩემი საწყალი მეუღლე, გვითხარით რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? არსებობს მთავრობა და სამართალი ამ ქვეყანაში? _ აცხადებს მზია ბოლქვაძე “გურია ნიუსთან” საუბარში.

“გურია ნიუსი” სამოქალო დავის საქმეზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები 78 წლის ჟენრო ლაცაბიძესა და შპს “ლიხაურის” საყვავილე მეურნეობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს, ადრეც წერდა. ლაცაბიძის ოჯახმა დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მოგვმართა.

ჟენრო ლაცაბიძის ოჯახში, ახლობლების დაჟინებული თხოვნით, შვილის, ზური ღონღაძის დასაფლავების დღეს მივედით.

გარდაცვლილი ზური ღონღაძის ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები, ღონღაძის მოულოდნელად გარდაცვალებას, ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილ დაუდევრობას აბრალებენ.

_ ამდენი სასამართლო წაგვაგებინეს იმის გამო, რომ ვართ უპატრონოები, ღარიბები, ისინი კი გავლენიანი ბიზნესმენები არიან, ხელისუფლებასთან დაახლოებულნი და სამართლიანობა როგორ გაიმარჯვებდა?! არ გავჩერდი, მივმართე პრეზიდენტის ადმინისტრაციას; როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პასუხი მოგვივიდა, რომ პროკურორს გადაეხედა ჩვენი საქმისთვის, მაგრამ ამაოდ _ ყველა გზა მათ სასიკეთოდ მიდის. ჩემი მეუღლე კი ამ საქმეს გადაჰყვა, წამდაუწუმ სამართალდამცავებთან სიარულში, სადაც ჰპირდებოდნენ, რომ რეაგირება მოჰყვებოდა აუცილებლად და დაიწყებოდა საქმის ხელახალი ძიება, მაგრამ _ არაფერი. მეუღლე ნერვიულობით გარდამეცვალა. აწი კი ამ სახლიდანაც გამოგვასახლებენ ალბათ მალე და ქუჩაშიც აღმოვჩნდებით, გვითხარით, ეს სამართალია? _ აცხადებს მზია ბოლქვაძე.

ამ საქმის მოკლე ისტორია, რის შესახებაც “გურია ნიუსი” 2012 წლის 28 მაისს წერდა სათაურით “78 წლის მოხუცი სამართალს ითხოვს”, ასეთია:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის ტერიტორიაზე არსებული შპს “ლიხაურის მეურნეობის” წარმომადგენლებისა და ამავე სოფელში მცხოვრები ჟენრო ლაცაბიძის სასამართლო დავამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა _ სოციალურად დაუცველი 78 წლის პენსიონერი ახლა უზენაესი სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. ეს ბოლო შანსია მისთვის, ვინაიდან, შეიძლება, საკუთარ ოჯახთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდეს.

ლაცაბიძემ “გურია ნიუსს” დახმარებისთვის მიმართა: _ შეშინებულები ვართ. ორი სასამართლო პროცესი წავაგეთ თუ წაგვაგებინეს… რა გავლენა აქვთ ასეთი, რომ სასამართლოც მაგათია?! ამ ქვეყნად სამართალი არ არსებობს?!

ჟენრო ლაცაბიძის რძალი მზია ბოლქვაძე “გურია ნიუსთან” თავისი ოჯახის გასაჭირზე საუბრობს:

_ ჩვენ ვემსახურებოდით ამ სათესლე-საყვავილე მეურნეობას, ტერიტორიაც მათია. ვიყავით მუშები. ჩემი დედამთილი 50 წელია, აქ ცხოვრობს, ჩაწერილი აქ ვართ, არჩევნებზე ხმას ვაძლევთ, შუქის ფულს ვიხდით. თითოეული ხე ჩემი დედამთილის და მამამთილის დარგულია, ყოფილმა დირექტორმა, დიმიტრი სიმონიშვილმა გამოუყო მათ ეს 700 კვადრატული მეტრი მიწა, ააშენებინა პატარა სახლი ოთხი ოთახით _ ეს იქნება თქვენი, იმუშავეთ და იცხოვრეთო… ასეთი იყო მაშინ შეთანხმება ყოფილ დირექტორსა და ჩემს დედამთილს შორის. იმ დროს უფლება არ ჰქონდათ, რომ გაეფორმებინათ. ესენიც მუშაობდნენ. ჩვენ ვცხოვრობდით მეორე რაიონში, სადაც ამ საყვავილე მეურნეობის სათბურებია და სადაც ბევრი ნაძვი გაჩეხეს. იქ ვცხოვრობდით ბინებში და თან ვმუშაობდით. ჩემმა ქმარმა მულხჩაუხრელად იმუშავა, დაემართა დიაბეტი და მხედველობა წართმეული აქვს. მერე გადმოვედით აქ, ჩემს დედამთილთან საცხოვრებლად, რა თქმა უნდა, უფროსების თანხმობით. საქმის კურსში იყო გამგეობაც და უკვე აქ ვცხოვრობთ 22 წელია. 5 წლის წინ კი გვითხრეს, ამ ტერიტორიის გაყიდვა გვინდა და თქვენ აქედან წადითო.

_ ვინ გითხრათ?

_ მეპატრონეებმა. თურმე, აქ ვერ აწარმოვეს ვერაფერი და უვარგისია მიწები, ამიტომ უნდათ გაყიდვა. სად წავიდეთ? მივმართეთ სასამართლოს, სადაც ყველანაირად მართლები გაგვამტყუნეს. გააკეთეს ყალბი საბუთები და წაგვაგებინეს სასამართლო. ახლა შევიტანეთ ხელახალი სარჩელი უზენაესში.

ჩემს მეუღლეს დიაბეტი აქვს, ლოგინშია ჩაწოლილი. ერთი შვილი მყავს და ისიც ავადაა, საოპერაციოა. არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, ჩვენი საარსებო წყარო მხოლოდ სოციალური დახმარებაა. როგორ გაგვაქვს თავი, არ ვიცით. გვყრიან გარეთ, თანაც გვემუქრებიან. ვინ ჩაუგდო მათ ეს ძალაუფლება ხელში? მთელი ოზურგეთი მაგათია. რა დავუშავეთ? 6 ჰექტარს ვუვლიდით, ვემსახურებოდით და ახლა ქუჩაში გვყრიან. იქნებ, დაგვეხმაროთ!

78 წლის ჟენრო ლაცაბიძე: _ წარმოშობით იმერეთიდან ვარ, 50 წელია, აქ ვცხოვრობ. ვიყავი კარგი მუშა, ავაშენე სახლი, ახლა კი მართმევენ ამ პატარა თავშესაფარსაც. ძალით წაგვაგებინეს სასამართლო. მეუბნებიან, თავშესაფარში წაგიყვანთო. არსად არ წავალ _ მთელი ცხოვრება აქ შევალიე მიწას, შევაკვდები კიდეც. ჩემი ოჯახის წევრები ქუჩაში უნდა გაყარონ. რა ვქნათ, ღარიბ-ღატაკებმა, უპატრონოებმა?

საკასაციო საჩივარში ვკითხულობთ: “სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ მტკიცებულებებზე, რაც ჩვენ მიერ იქნა წარმოდგენილი, რითაც უხეშად დაარღვია კანონი. სასამართლოს მიერ აბსოლუტურად უკანონოდ არ იქნა გაზიარებული ის გარემოება, რომ ჩვენ აქ გვქონდა და დღესაც გვაქვს საცხოვრებელი სახლი.

სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არა საყარაულო ჯიხურში, არამედ საცხოვრებელ სახლში.

სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება #48, გამოცემული 1992 წლის 18 იანვარს, რომლის თანახმადაც, მეურნეობის ბალანსზე რიცხული ქონება (მათ შორის, მიწა) შევიდა სახელმწიფო ფონდში, ე.ი. გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრებად.

სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის #446 დებულებები, გამოცემული 1998 წლის 2 აგვისტოს, რომლის თანახმადაც საჭირო იყო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ნებართვა მეთესლეობის მეურნეობის სარგებლობაში ნაკვეთის იჯარით გაცემისას, ამავე დებულების მეშვიდე ნაწილის თანახმად, თუკი ამ მიწაზე მდებარეობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც, ბუნებრივია, წარმოადგენდა მინისტრთა საბჭოს ზემოთ დასახელებული დადგენილების #48 მეოთხე ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებას, აუცილებელი იყო საკითხი შეთანხმებული ყოფილიყო სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოსთან, რაც არ გახორციელებულა. ე.ი. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება ამ ნორმებს, რამაც ძალიან დაგვაზარალა. ფაქტობრივად, გვართმევენ სახლს-კარს და გვტოვებენ ქუჩაში. ნუთუ ეს არის სამართალი?” _ აღნიშნულია საკასაციო საჩივარში.

ამის შემდეგ, თვეები გავიდა და ჟენრო ლაცაბიძის შვილი _ ზური ღონღაძე 4 სექტემბერს გარდაიცვალა, ოჯახი კი გამოსახლების მოლოდინშია. ამასობაში, უზენაესმა სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

“გურია ნიუსი” შპს ლიხაურის საყვავილე მეურნეობის ერთერთ მეპატრონეს ავთო ღლონტს დაუკავშირდა.

_ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც გარკვევით წერია, რომ ისინი უკანონოდ ცხოვრობენ იქ.

_ ბატონო ავთო, ალბათ საქმის კურსში იქნებით იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილი მიწერა ოზურგეთის რაიონულ პროკურორს თქვენს საქმესთან დაკავშირებით.

_ რა მოწერეს ადმინისტრაციიდან? შეიძლება, ამათ განცხადებაზე ციტირება გააკეთეს, სხვა არა მგონი…

_ ისინი აცხადებენ, რომ თქვენ სასამართლოზე წარმოადგინეთ ყალბი საბუთები.

_ რადგან მე თბილისში ვარ, მოკლედ გეტყვით, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს და ყველაფერი ჩანს იმაში; თქვენ შეგიძლიათ ეგ საბუთები საყვავილე მეურნეობიდან გამოითხოვოთ. კი, ბატონო, ყარაულად მუშაობდნენ, გააკეთეს კიდეც ყველაფერი, ახლა ჩვენ გვინდა, რომ იმ ადგილი, სადაც ცხოვრობს ქალბატონი ჟენრო ლაცაბიძე, განვავითაროთ უფრო მეტად; ეს არის ჩემი კერძო საკუთრება, შევთავაზე რომ გადავიდნენ და ვუყიდდით სხვა რამეს. ეს საქმეები იყო ოზურგეთის სასამართლოშიც, ქუთაისშიც, უზენაესმა სასამართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, ამისი ყველანაირი დოკუმენტი არსებობს.

_ ბატონო ავთო, ოჯახის რძალი, მზია ბოლქვაძე აცხადებს, რომ თქვენ აგდებთ 78 წლის მოხუცს ჟენრო ლაცაბიძეს და ოჯახის სხვა წევრებს სახლიდან.

_ მე არავის არ ვაგდებ, ეს არის სამოქალაქო დავა; სასამართლომ დაადგინა, რომ ეს სახლი და მიწა ეკუთვნის შპს “ლიხაურის საყვავილე მურნეობას”. მერე მაგათ იჩივლეს, რომ ეს მიწა საყვავილე მეურნეობას კი არ ეკუთვნის, არამედ ჩვენიაო. სასამართლომ ეს განიხილა და დაამტკიცა, რომ ეს მიწა ეკუთვნის საყვავილე მურნეობას. ჯერ-ჯერობით, გამოსახლებაზე არ შეგვიტანია საჩივარი, თუმცა ვაპირებთ, რომ კიდევ ერთხელ, ადვოკატის საშუალებით, შევთავაზოთ ნებაყოფლობით დაცალონ აქაურობა. ის, რაც არის ჩვენი, დატოვონ და ჩვენ მივცემთ მიწის შესაბამისი ფართის თანხას. იქ მე მეურნეობა მაქვს, ხელი მეშლება, სათბური მინდა გავაკეთო და მეტად განვავითარო. ეს არის და მეტი არაფერი, _ აცხადებს ავთო ღლონტი.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა იოსავას განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ოზურგეთის პროკურატურამ საქმის მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც საქმეში არ გამოიკვეთა დანაშაულის კვალი: “აღნიშნულ ოჯახს არ გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, აქედან გამომდინარე, უზენაესმა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გამოსავალი არის ერთი, მხარეები უნდა მორიგდნენ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჟენრო ლაცაბიძეს მიწის მესაკუთრე სხვა ალტენტარტივას სთავაზობს”, _ გვითხრა იოსავამ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8 სექტემბერი, 2026

ცესკოს ტრენერების წინააღმდეგ საჩივარს, ხელს "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელიც აწერს

საპროტესტო ემიგრანტულმა მარშრუტმა ლანჩხუთზეც გაიარა

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო