როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი სარემონტო სამუშაოები გუშინ დაიწყო. პრეზიდენტის შესახვედრად ძიმითი-მამათის გზასაყარზე ადგილობრივი ხელისუფლების შვებულებაში და შვებულების გარეშე საჯარო მოხელეები არიან შეკრებილი. აქ არიან ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახა ასკურავა. შეხვედრას ასევე ესწრებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები გიორგი გოგუაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved