თბილისის შემდეგ, საპროტესტო აქცია ბათუმსა და გურიაშიც დაიწყო. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ბათუმში, ერას მოედანზე აღშფოთებული მოქალაქეები იკრიბებიან და პატიმრების წამების ფაქტებს აპროტესტებენ. ჩვენ მალე შემოგთავაზებთ დეტალურ ინფორმაციას ბათუმიდან.
ასევე, ჩოხატაურში, მოქალაქეები იკრიბებიან და უერთდებიან თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გაცხადებულ საპროტესტო მოთხოვნებს.
ფილარმონიასთან შეკრებილი საზოგადოება მოითხოვს გადადგეს ბაჩო ახალაია, პატიმრების წამებაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა ცნობილი გახდეს და დამნაშავეები დაისაჯონ; ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გაუშვას კადრები, რომელმაც დღეს საქართველო შეძრა.