ამ წუთებში, სოფელ ნატანებში, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ნატანების მცხოვრებლები გუშინდელ ფაქტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან და თავიანთ თანასოფლელებს მოუწოდებენ, რომ ყველა მათთან ერთად დადგეს.
ისინი საქართველოს პრეზიდენტისგან ითხოვენ სასწრაფოდ გადააყენონ სისხლისმღვრელი ბაჩო ახალაია და ქართველი ხალხის მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულონ.
აქციის დაწყებისას, ეკლესიასთან მამაკაცებმა დაიჩოქეს და უფალს შემწეობა სთხოვეს. აქციაზე ყველა ასაკის ადამიანია შეკრებილი.