სიხარულიძე საუბრობდა კონკრეტულ სქემაზე, თუ როგორ არის ჩართული სამხედრო კომისარიატი საარჩევნო საკითხებში და როგორ ხდება საქართველოში წვევამდელების გაწვევა პოლიტიკური ნიშნით; რა მეთოდით ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა, როგორ იქმნება ნაციონალური მოძრაობის შტაბში თითოეული სოფლის „პასპორტი” და რა თანხებით ფინანსდებიან ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები და აქტივისტები.
სიხარულიძემ განცხადება თავისი გადაწყვეტილების შესახებ, წერილობითაც წარმოადგინა კოალიციაში, რომელიც მედიითაც გავრცელდა და პრესკონფერენციაც დაინიშნა. იგი ტელეფონით ესაუბრა ჩოხატაურის რაიონის გამგებელს ლელა იმედაშვილს და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. რამდენიმე საათი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი ოჯახის წევრებზე ჩოხატაურში გახორციელებულიყო იმდენად დიდი წნეხი (რასაც ჩვენს ხელთ არსებული სატელეფონო ჩანაწერებიც მოწმობს), რომ სიხარულიძემ ღამით უკვე უარი თქვა პრესკონფერენციაზე ესაუბრა.
კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში არსებული ვითარების ფონზე, მმართველ პარტიას ისევ ყოფნის თავხედობა, რომ დააშინოს, დააშანტაჟოს და ღირსება დააკარგვინოს საჯარო მოხელეებს, რომლებიც პრაქტიკულად ამ სისტემის ნაწილად იქცნენ და ოჯახის წევრების დაუცველობის მოტივით, გამბედაობა არ ყოფნით ღიად ისაუბრონ საარჩევნო შტაბებში არსებულ ვითარებაზე.
































































