მაუწყებელი ჩანაწერს, შემდეგი ტექსტით ავრცელებს: “საზოგადოებრივ მაუწყებელთან სტუდენტების საპროტესტო აქციისა და მათი მოთხოვნების ჩამოყალიბებას, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუს “აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემ უხელმძღვანელა.
აქციის მონაწილე ერთ-ერთ სტუდენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუს წამყვანი არიგებს, თუ რა მოთხოვნები უნდა წაუყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას.
_ თქვენ ეხლა უნდა მოითხოვოთ, რომ იყოს უწყვეტი საინფორმაციო გამოშვება, ეთერი, იყოს თოქ-შოუ, რომელშიც იქნება დარბაზი.
აი, ეს არის ორი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომ დაგვეთანხმონ მაღალჩინოსნები პირდაპირ ჩართვაზე, მე გავაკეთებ ამ პირდაპირ ეთერს დიდი სიამოვნებით, _ ეუბნება ეკა კვესიტაძე აქციის მონაწილე სტუდენტს.
იხილეთ ეკა კვესიტაძის საუბრის აუდიოცანაწერი






























































