_ განაცხადა გიორგი ბარამიძემ ბათუმის “ბასკო”-ს შენობაში შეკრებილ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.
ბარამიძის განცხადებით, ერთიანობის ძალა იმაშია, რომ აღიარო შეცდომა და მალე გამოასწორო იგი. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან თვლის, რომ ყველაფერი მესამე ძალის მიერაა პროვოცირებული, თუმცა, ამ თემაზე საუბარი არ სურს.
“თქვენ იცით, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ეს მასალა ჰქონდათ თვეების მანძილზე და მალავდნენ. მათ უნდათ, რომ თემის პოლიტიზირება მოახდინონ, მაგრამ ჩვენ ამ არ ვაპირებთ ამ თემის პოლიტიზირებას. ვინც არ უნდა იდგეს ამ საზიზღრობის მიღმა, ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ,” _ განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბათუმის “ბასკო”-ს შენობაში 12 საათზე შეიკრიბნენ. შეხვედრას ორგანიზებას ნაციონალური მოძრაობის ბათუმის შტაბის უფროსი გელა დეკანაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე (ნაცმოძრაობის პრესსპიკერი) გიორგი კირთაძე და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უწევდნენ.
შეხვედრას ბათუმის ყოფილი მერი, ამჟამად ნაციონალური მოძრაობის უმაღლესი საბჭოს სიის პირველი ნომერი რობერტ ჩხაიძე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში გია ბარამიძე, პარტიის სხვა მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
გია ბარამიძის სიტყვით გამოსვლა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მან მოქალაქეებს უშუქობა, მექრთამეობა, გაზის რიგებში დგომა შეახსენა და დასძინა, რომ ქვეყანა უკან არ უნდა დაბრუნდეს.
იგი პარტიის მხარდამჭერებს დაპირდა, რომ კარგად რეფორმირებული პოლიცია ციხეებში წესრიგს დაამყარებს და პენიტენციალური სისტემაც მალე ისეთივე სამაგალითო გახდება, როგორიც პოლიციაა.
































































