ამ დრომდე ვერ მოახერხა შვილის ნახვა პატიმარ კიკნაძის დედამ, რომელიც დილიდან იქ იმყოფება და რომელმაც დილიდან აცნობა „გურია ნიუსს“, რომ მისი შვილი სასტიკად იყო ნაცემი.
ადვოკატი დაახლოებით ორი საათია ითხოვს გოდერძი კიკნაძესთან შესვლას და მის ნახვას, მაგრამ მას ამის საშუალებას სხვადასხვა მიზეზების გამო არ აძლევენ.
იქ მყოფი პატიმრის მშობლები „გურია ნიუსთან“ ამბობენ, რომ საკუთარი ყურით მოისმინეს, როგორ დაიძახა გისოსებიდან ერთ-ერთმა პატიმარმა, _ 95-ე საკანში კიკნაძე მოკლესო.