რუსთავის #6 საპყობილეში მყოფი პატიმრის, გოდერძი კიკნაძის დედა მერი კიკნაძე “გურია ნიუსს” დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი შვილი გოდერძი კიკნაძე სასტიკად იყო ნაცემი, ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნები, ვეღარ იხედებოდა თვალებიდან, ისე სასტიკად გაუსწორდნენ.
პატიმრის დედის განცხადებით, ეს ფაქტი გუშინ მოხდა. შეგახსენებთ, რომ ამ პატიმარზე ჩვენ სულ ახლახანს ვწერდით და ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმაც მოგვაწოდა წერილი.