რამდენიმე წუთის წინ, საპყრობილესთან ვითარება დაიძაბა. პატიმრის მშობლები ციხის ღობეს ახტებოდნენ და ითხოვდნენ, შეეშვათ შვილების სანახავად და მათი მდგომარეობის გასარკვევად.
პატიმარ კიკნაძის დედას, მერი კიკნაძეს, რომელიც ამ დრომდე არ შეუშვეს ციხეში შვილის სანახავად, გული წაუვიდა.
შეგახსენებთ, რომ მერი კიკნაძე „გურია ნიუსს“ დილით დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი შვილი სასტიკად იყო ნაცემი.