_ პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სისტემა არის იმდენად მოშლილი და პირდაპირ ვიტყვი, გახრწნილი, რომ ახლა, თანამდებობრივი ცვლილებები არაფერს შეცვლის, თუნდაც ყოფილი სახალხო დამცველის დანიშვნა, ეს არის ფარსი. სააკაშვილმა ახლა ვინ უნდა დააჯეროს, რომ ტუღუშის დანიშვნით, პენიტენციალურ სისტემაში რაიმე შეიცვლება? მაგ ლოგიკით, არც კალმახელიძე აწამებდა პირადად პატიმრებს, იქ იყვნენ ახალაიები და მათი სისტემა.
არავის ეგონოს, რომ ტუღუშის დანიშვნა ამ თანამდებობაზე, რაიმეს შეცვლის ამ ქვეყანაში, ის აბსოლუტურად უსუსური იქნება ამ რეჟიმის და იმ ბინძური მანქანის წინაშე, რასაც ჰქვია კრიმინალური მმართველობა ამ ქვეყანაში, _ აცხადებს მანანა კობახიძე „გურია ნიუსთან“.
ვრცელ ინტერვიუს მანანა კობახიძესთან „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.