როგორც მან „გურია ნიუსს“ განუცხადა, თავისი შვილი, გოდერძი (კახა) კიკნაძე სასტიკადაა ნაცემი:
_ როცა მას მისური ავუწიე, ვნახე, რომ მუცელი მთლიანად დასერილი აქვს, ის მეუბნება, რომ მოკლავენ, ძალიან გთხოვთ მედიასაშუალებებს, არ დატოვოთ აქურობა,“ _ აცხადებს მერი კიკნაძე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, პატიმარი ინახულა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა, რომელიც აცხადებდა, რომ კიკნაძეს ცემის კვალი მხოლოდ სახის არეში ეტყობოდა.
„გურია ნიუსი“ მალე დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.