როგორც “გურია ნიუსს” პატიმრების მშობლებმა უთხრეს, არსებული ინფორმაციით, პატიმრები სოლიდარობას უცხადებენ ნაწამებ პატიმრებს. ციხიდან გამოსულ ერთ-ერთი მოძღვრის თქმით, შიმშილობა ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა ამაზე საუბარი ნამდვილად მიმდინარეობს. მისივე თქმით, პატრიარქის კურთხევაა, რომ სიმშვიდე იყოს და ამაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის მეორე ზონაში, გუშინ ახალი უფროსი დანიშნეს. როგორც გავარკვიეთ, ზონას მერაბიშვილის კადრი, თბილისის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობს.
გვითხრეს ისიც, რომ ახალმა უფროსმა ჯერ კიდევ გუშინ შეკრიბა პატიმრები ეზოში, მწკრივში ჩააყენა და შეახსენა, რომ დაუმორჩილებობისთვის მკაცრად დაისჯებოდნენ. უფრო მეტიც, როგორც გავიგეთ, ერთ-ერთ პატიმარს სასჯელის მომატებითაც კი დაემუქრა.