“გურიის რეგიონული ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში” _ასეთი იყო დღეს ჩატარებული სპორტული ღონისძიების სახელწოდება, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა მიუხედავად იმისა, რომ გასული დღე, ტელევიზიით გავრცელებული, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გამო, ძალიან მძიმე იყო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ტურნირს, რამდენიმე საჯარო მოხელესთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გია გიორგაძე ესწრებოდა. ამიტომ “გურია ნიუსმა” კითხვით _ მაშინ, როცა მთელ საქართველოში საპროტესტო აქციები იმართება, არის თუ არა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების დრო? _ გიორგაძეს მიმართა, მაგრამ ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან გიორგაძემ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, არ ვაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა გიორგაძემ და დაგვშორდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved