https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პერმანენტული პროტესტის ქრონიკა

14:09; 22.09.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში აღშფოთებული და შეურაცხყოფილი მოქალაქეები იმ საღამოსვე გამოვიდნენ ქუჩაში, რეგიონებში კი მეორე დღიდანვე დაიწყო საპროტესტო აქციების ორგანიზება.

ლანჩხუთში, უკვე მესამე დღეა გრძელდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და უბრალო მოქალაქეების მიერ წამოწყებული ქუჩის გამოსვლები.

19 სექტემბერს, დღის 12 საათზე კოალიცია “ქართული ოცნების” ორგანიზებით მოეწყო საპროტესტო მსვლელობა, რომელშიც ხალხის შედარებით მცირე რაოდენობა იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტები, ხმამაღალი შეძახილებითა და გამაყრუებელი ხმაურით ცდილობდნენ უკმაყოფილების გამოხატვას. მათ ფეხით გაიარეს ქალაქის ცენტრალური ქუჩა, რომელიც, ამავდროულად ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალია. უკმაყოფილო ხალხის ნაკადი მცირე ხნით შეჩერდა პირველ საჯარო სკოლასთან, რომელშიც მეორე საუბნო საარჩევნო კომისიაა დაბინავებული. შენობიდან მათ არავინ გამოხმაურებია.

ამის შემდეგ, დემონსტრანტებმა პოლიციის შუშის შენობისკენ განაგრძეს სვლა. ახალგაზრდებმა სასტვენების გამაყრუებელი ხმაურით გამოხატეს უკმაყოფილება. ჯგუფი მცირე ხნით აქაც შეჩერდა. გამომსვლელებმა მოუწოდეს პოლიციის თანამშრომლებს, გამოსულიყვნენ და საკუთარ ხალხთან დამდგარიყვნენ.

შემდეგი გაჩერება ლანჩხუთის გამგეობის შენობა აღმოჩნდა. გამგეობასთან შედარებით ხანგრძლივი აქცია გაიმართა. გამგეობისა და საკრებულოს რამოდენიმე მაღალჩინოსანი ფანჯრებიდან აკვირდებოდა მოვლენებს. გამომსვლელები დაჟინებით მოითხოვდნენ მათგან, გამოსულიყვნენ და სოლიდარობის მოძრაობას შეერთებოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, გამგეობის შენობიდან საკრებულოს წევრი მერაბ წილოსანი გამოვიდა. მთელმა ლანჩხუთმა იცის, რომ იგი არასოდეს არიდებს თავს ექსცესების პროვოცირებას და არც თუ თვინიერი ხასიათით გამოირჩევა, მაგრამ ამჯერად საკრებულოს ნაციონალ წევრს არანაირი რეაქცია არ ჰქონია _ რამდენიმე წუთის განმავლობაში მან მდუმარედ გამოხატა ძალადობის მიმართ პროტესტი.

აქციის მონაწილეების მოწოდებას, შეერთებოდა საპროტესტო მსვლელობას, მეორე დეპუტატი უმრავლესობიდან ილო გვარჯალაძე, ცოტა არ იყოს, ცინიკურად შეხვდა.

აქციამ ქალაქის მთავარ პარკში გადაინაცვლა. შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა ცნობილმა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ. მან აღნიშნა, რომ მისთვის კარგად იყო ცნობილი ის სისასტიკე და უკანონობა, რომლებიც ბოლო წლების რეალობად იქცა ქართულ “რეფორმირებულ” ციხეებში. მან მოუწოდა ხალხს, მშვიდობიანი პროტესტით მივიდნენ არჩევნებამდე და საარჩევნო ყუთთან გამოუტანონ განაჩენი რეჟიმს, რომელიც საკუთარ პატიმრებს სასიკვდილოდ იმეტებს.

აქციის პირველი დღე დამთავრდა შეთანხმებით, რომ ხვალაც შეიკრიბებოდნენ და კვლავ გააგრძელებდნენ მშვიდობიან წინააღმდეგობას.

20 სექტემბერს, ლანჩხუთის ოპოზიციურმა ძალებმა, საზოგადოების გასაკვირად, კონსოლიდაცია და კოორდინირებული მოქმედება მოახერხეს. საყოველთაო პროტესტის მეორე დღეს, ქალაქის ცენტრში ხალხის გაცილებით დიდი რაოდენობა შეიკრიბა. “არ აწამო!”, “უარი კაცთმოძულე რეჟიმს!” ” ძირს ცოცხების ხელისუფლება!” _ ამ შინაარსის ტრანსპარანტებითა და ლოზუნგებით შეიარაღებული ახალგაზრდები პროცესიის წინ მიდიოდნენ. მსვლელობას თანდათან უერთდებოდნენ რიგითი ლანჩხუთელები, რასაც ვერ ვიტყვით წინა დღის აქციაზე. საპროტესტო მარშრუტი იგივე იყო _ პირველი საჯარო სკოლა, პოლიციის შენობა, ლანჩხუთის გამგეობა და ბოლოს, ქალაქის ცენტრალური პარკი. მაგრამ მეორე დღე შინაარსობლივად მრავალფეროვანი და უფრო დატვირთული გახლდათ.

მრავალრიცხოვანი პროცესიის შედეგად, ნაწილობრივ გადაიკეტა ცენტრალური მაგისტრალი. ჩავლილი მანქანების მძღოლები სიგნალებით გამოხატავდნენ თანაგრძნობას. “ავერსის” კლინიკიდან სოლიდარობის გამოსახატავად მედპერსონალის ნაწილი და პაციენტებიც კი გამოვიდნენ, ხოლო პირველი საჯარო სკოლის პედაგოგთა ნაწილი ფანჯრებიდან ესალმებოდნენ დემონსტრანტებს.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული მოძრაობის შემდეგ ასეთი საპროტესტო მუხტი ლანჩხუთში აღარ ყოფილა. 2007 წლის ცნობილი მოვლენებისა და ტრაგიკული 26 მაისის შემდეგაც კი ვერ მოახერხა ოპოზიციამ ხალხის ქუჩაში გამოყვანა, თუმცა უკმაყოფილება საზოგადოებაში მაშინაც დიდი იყო.

ლანჩხუთის პოლიციის შენობასთან მისულმა ხალხმა, პროტესტის ნიშნად, ციხეებში წამებისა და შეურაცხყოფის იარაღი _ ცოცხი დაწვა. დემონსტრანტები ყველაზე დიდი ხნით კვლავ გამგეობის შენობასთან გაჩერდნენ. ამჯერად, გამგეობის კიბეებთან რამოდენიმე ცოცხს ერთად წაუკიდეს ცეცხლი.

ჩვენ შევეცადეთ გამგეობის მაღალი სართულებიდან დაგვეფიქსირებინა მოვლენები, მაგრამ გაძლიერებულმა დაცვის სამსახურმა ამის შესაძლებლობა მანამ არ მოგვცა, სანამ გამგეობის პრესცენტრის სამსახურის უფროსმა ეთერ ჭყონიამ არ გასცა განკარგულება. როგორც იქნა “გურია ნიუსმა” მოახერხა შენობაში შეღწევა და შეძლო საკუთარი ფოტოობიექტივით მოვლენების მსვლელობას დაკვირვებოდა.

გარეთ მყოფი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა, თუ როგორ აღიქვამენ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები თუ რიგითი თანამშრომლები მიმდინარე მოვლენებს. შევეცადეთ ეს ინტერესი ნაწილობრივ მაინც დაგვეკმაყოფილებინა და გაგვერკვია, რას ფიქრობენ ლანჩხუთის “მმართველი თავები.”

ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახა ასკურავა, ყოფილი გამგებლისგან განსხვავებით, “გურია ნიუსს” არ წყალობს. იგი შუა აქციის დროს გამოჩნდა შენობასთან და ისე სწრაფად გაუჩინარდა, ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარით. კომენტარზე უარი განაცხადა საკრებულოს რამოდენიმე წევრმა. ერთადერთი, ვინც ჩვენს შეკითხვებს უპასუხა, კვლავ მერაბ წილოსანი აღმოჩნდა _ ეტყობა საკრებულოს უმრავლესობის წევრებიდან, მხოლოდ მას შერჩა ხალხთან კომუნიკაციის უნარი. ბატონმა მერაბმა გულახდილად გვითხრა, რომ საშინლადაა შეძრული ნანახი კადრებით, მაგრამ არ მოწონს პოლიტიკოსები, რომლებიც გარეთ დგანან. მას მიაჩნია, რომ ახლა ეს ხალხი მანიპულირებს ადამიანების ბედით.

20 სექტემბრის აქცია კვლავ ცენტრალურ პარკში გაგრძელდა და იქვე დასრულდა. შეკრებილ საზოგადოებას შეუერთდნენ “ქრისტიანდემოკრატების”, “ახალი მემარჯვენეების”, “ლეიბორისტებისა” და “თავისუფალი საქართველის” ადგილობრივი ორგანიზაციები. ეს შეიძლება უპრეცედენტო მოვლენად ჩაითვალოს ბოლო წლების ლანჩხუთის სინამდვილეში. აქციაზე სიტყვით გამოვიდა კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჩხაიძე. მას მოზღვავებული ემოციისგან საუბარიც კი უჭირდა.

აქციის ბოლოს შეკრებილ საზოგადოებას განუცხადეს, რომ არ დაკმაყოფილდებიან მხოლოდ რამოდენიმე მინისტრის გადადგომით და მანამ გააგრძელებენ საპროტესტო გამოსვლებს, სანამ რეალურად არ დაკმაყოფილდება ხალხის მოთხოვნები და არ დაისჯებიან დამნაშავეები.

21 სექტემბერს ლანჩხუთის საზოგადოება დაემორჩილა საქართველოს პატრიარქის თხოვნას, ღვთისმშობლის ბრწყინვალე დღესასწაულის გამო მთელი საქართველოს მასშტაბით არ ჩაეტარებინათ საპროტესტო მსვლელობები და გამოსვლების ორგანიზება შაბათისთვის გადადეს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

18:38; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

კალასი: ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის

18:33; 6 მარტი, 2026
პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის

17:18; 6 მარტი, 2026

მსახიობების პროტესტი ბათუმში

სტუდენტები, სავარაუდოდ, პატრიარქს შეხვდებიან

ყველა სიახლე

საზოგადოება

თბილისის მერია: გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:35; 6.03.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6.03.2026
პოლიტიკა

ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

18:38; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი: ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის

18:33; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

18:09; 6.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

17:47; 6.03.2026
პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის

17:18; 6.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:06; 6.03.2026
საზოგადოება

სენაკში ტაქსიში დაგროვილი გაზი აალდა – არიან დაშავებულები

16:54; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი

16:51; 6.03.2026
სამართალი

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს გურიაში და რომელ წესს არღვევენ ხშირად მძღოლები (სტატისტიკა)

16:45; 6.03.2026
საზოგადოება

როგორ შევარჩიოთ საძინებლის ავეჯი

16:45; 6.03.2026
საზოგადოება

როდის სჭირდება ბიზნესს იურიდიული მომსახურება

16:40; 6.03.2026
საზოგადოება

როდის და რატომ ინიშნება ჰომოცისტეინის (HCY) გამოკვლევა

16:37; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო