მათი განცხადებით, თუკი უბნებზე გადაღება შეიზღუდება, ამით მედია სრულყოფილად მუშაობას ვერ შეძლებს.
“მე მართლა არ ვიცი, რატომ მიიღო ცესკომ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ძალიან ცუდ დროს მიიღო. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გვეუბნებიან, რომ არ შეგვეძლება ჩვენი ბერკეტების გამოყენება. ის, რაც უნდა გააკეთოს მედიამ არჩევნების დღეს, სრულყოფილად ვერ გაკეთდება,” _ ამბობს “ტელეარხი 25” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია მერკვილაძე.
მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ცესკოს ეს ინიციატივა გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
“დადგენილია, რომ ნებისმიერ პირს, ვისაც არჩევნების დღეს აქვს უბანზე ყოფნის უფლება, აქვს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება, იმ პირობით, თუ ხელს არ შეუშლის საარჩევნო კომისიის საქმიანობას. ვთვლით, რომ საკმაოდ კარგი და მკაფიო მუხლია და დამატებითი რეგულაციები მას არ სჭირდება. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ეს ნორმა დატოვოს იმ ფორმით, რაც არის დღეს საარჩევნო კანონით,” _ განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა პარმენ ჯალაღონიამ.
აღნიშნული ცვლილების შესახებ, ცესკომ დღეს 18:00 საათზე უნდა იმსჯელოს.