პარტიის წარმომადგენლებმა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გიორგი ბარამიძესთან ერთად, დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა, შემდეგ კი ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს და მოქალაქეებს არჩევნებზე ხუთი ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდეს.
“ყველამ ნახა ის კადრები და ის რაც ხდება ტელევიზორში, როგორ იგეგმებოდა, როგორ კეთდებოდა, როგორ უნდოდათ არეულობის მოწყობა. ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ არჩევნებზე ყველამ ერთად შემოვხაზოთ ხუთიანი,” _ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა ლაშა კილაბერიამ.
ლაშა კილაბერიას თქმით, ისინი სტუდენტების აქციას არ შეუერთდებიან, რადგან მათ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს: “ჩვენ ჩვენი პოზიცია ღიად დავაფიქსირეთ. ვაპროტესტებთ რაც მოხდა _ მოხდა შემზარავი ფაქტი. მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეები დაისჯებიან. იცით, რომ დაკავებულები არიან და კიდევ ვინც გამოიკვეთება, ყველა დაისჯება სამაგალითოდ,” _ დასძინა ლაშა კილაბერიამ.
“ნაციონალური მოძრაობა” ქალაქის ქუჩებში მსვლელობას ყოველდღიურად აწყობს და მოსახლეობას მმართველი პარტიის მხარდაჭერას თხოვს.