“ცოტა ხნის წინ, ცესკომ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება. საარჩევნო უბნებზე სადაც 13 სუბიექტი იყო განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების მიზნით, დაამატა გარკვეული მოქალაქეთა კატეგორია. რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საშუალება ექნებათ საარჩევნო უბნებზე იმოძრაონ. მან უკვე დაუშვა პრეცედენტი, რომ შეიქმნა უბანზე იყოს სხვა ხალხი, რომელიც არ არის კომისიის წევრი. ეს გვაძლევს ვარაუდის უფლებას, რომ არჩევნები არ იქნება ისეთივე შედეგით, როგორი შეკვეთაც აქვთ მათ ხელისუფლებისგან მიიღეს. მათ ინტერესში არაა, რომ მიმდინარე პროცესები იყოს გამჭვირვალე და ცესკომ გააფორმოს ის, რის გაფორმებასაც ასე ისწრაფვის ხელისუფლება”, _ ამბობს ინფო9 ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი.
“მინდა, რომ ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება, არჩევნები გააშუქონ თავისუფლად,” _ ამბობს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ნათია შავაძე.
ჟურნალისტები საყვირებით და ლოზუნგით _ “თქვენ ვეღარ ასახავთ რეალობას”, აქციების გამართვას ხვალაც აპირებს. დღეს აქციას აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებიც შეუერდნენ.































































