ურეკში, სადაც ივანიშვილები ცხოვრობენ, მთელი ღამე თეთრად გაათენეს ადიკო ივანიშვილის მეზობლებმა. მათი თქმით, ის, რაც ემზარ ივანიშვილზე სამთავრობო ტელევიზიებით ნახეს, არის შეთითხნილი და არ სჯერათ გავრცელებული ვიდეო კადრების.
ადიკო ივანიშვილის სახლში კი მთელი დღის განმავლობაში შედიოდნენ ჩვენთვის უცნობი პირები, რომლებიც არც "გურია ნიუსთან" და არც სხვა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარებს არ აკეთებდნენ.






































































