როგორც თვითმხილველები ამბობენ, დილის 12 საათზე ის ნასვამ მდგომარეობაში მივიდა უბანზე და ცოტა ხმამაღლა მოუვიდა იმის გაპროტესტება, თუ რატომ არ იყო საარჩევნო სიაში. ეს მცირე ინციდენტი დილით ამით ამოიწურა.
როგორც გელა ჟღენტის დამ გაგვიცხადა, მას მეზობელმა დაურეკა და ძმის დაკავების შესახებ შეატყობინა. როგორც ”გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, გელა ჟღენტს დროშის დახევას აბრალებენ, რასაც თვითმხილველები კატეგორიულად უარყოფენ.