ამის თაობაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. კახა ბურჯალიანის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე ჟურნალისტების ოპოზიციონერმა ლელა ნაცვალაძემ აცნობა: _ კარგი იქნება, თუ სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიბაძავენ კახა ბურჯალიანს, ახლა ოპოზიციის გაერთიანება არის საჭირო, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, _ თქვა ლელა ნაცვალაძემ.
ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა თავად კახა ბურჯალიანმაც. კახა ბურჯალიანის ამ განცხადების შემდეგ, ზვიად კვაჭანტირაძემ მას „ქართული ოცნების“ მაისური გადასცა და მისი ეს ნაბიჯი ღირსეულად შეაფასა:
_ კახას ეს ნაბიჯი ჩემს სასარგებლოდ, იყო ღირსეული და მას ამისთვის გულწრფელად ვუხდი მადლობას, _ განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.



































































