„დარწმუნებული ვარ, ამის უკვე აღარავის სჯერა, ამ სისულელის არ სჯერა თავად ხელისუფლებას. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს: წესრიგი მოაქვს სამართალს და სამართლიანობას. უსამართლობასა და ძალმომრეობაზე დამყარებულ წესრიგს მოაქვს ერთი მოძალადის მეორე მოძალადით შეცვლა.
საქართველოში ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი და ამას აღარავინ დაუშვებს. ეს დრო საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება. მაგრამ ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ კანონიერი ქურდი „ქურდად მომჯდარმა“ ხელისუფალმა ჩაანაცვლოს!
როდესაც კრიმინალები მძლავრობენ, პატიოსანი მოქალაქე სახელმწიფოს იმედადაა, იმის იმედად არის, რომ სახელმწიფო მოძლიერდება და აღკვეთს უკანონობას, მაგრამ როდესაც თავად სახელმწიფო იქცევა როგორც ავაზაკთა ბანდა, ეს გაცილებით უფრო საშიშია და დამანგრეველია ქვეყნისათვის, _ განაცხადა ივანიშვილმა.