პრეზიდენტმა მიღწეულ წარმატებებსაც გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ იგი ბათუმში არსებულ სასტუმროებს არა ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის აშენებდა.
ბათუმში შეკრებილ მოსახლეობაში სკოლის მოსწავლეები და არასრულწლოვანები ჭარბობდნენ. აქციაზე ასევე მრავლად იყო ბათუმის მერიის და მერიის შპს-ების თანამშრომლები.
ერთ-ერთ ქალბატონმა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრაზე "ქართული ოცნების" მაისური ეცვა, "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ იგი "ბათუმი ტექსში" მუშაობს და სხვა თანამშრომლებთან ერთად დღეს აქციაზე წამოიყვანეს: "მე "ქართულ ოცნებას" ვუჭერ მხარს. სამსახურიდან წამომიყვანეს. რა არის ამაში ცუდი? ვმუშაობდი და მითხრეს, უნდა წამოხვიდეო," – ამბობს ქალბატონი.
დღის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა ბათუმში ავტოტრანსპორტი _ #28, #29 და #34 სამარშრუტო მიკროავტობუსთან ნაწილი დღეს აქციის მონაწილეების ტრანსპორტირებას ემსახურებოდა.
მაღალმთიანეთიდან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მომავალი მიკროავტობუსი, რომელშიც პედაგოგები იყვნენ, მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. 9 დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი _ მათ მსუბუქი დაზიანება მიიღეს და რესპუბლიკურ საავადმყოფოს მალევე დატოვებენ.