_ მიუხედავად იმისა, რომ მეპატრონესთან ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს, მეპატრონემ ოფისის დაუყოვნებლივ დაცლა მოითხოვა, რადგან, მისივე სიტყვებით, “გაქანებული ოპოზიციონერი” ვყოფილვარ. იძულებული ვარ დაუყოვნებლივ დავცალო ოფისი, თუმცა, სამართლებრივ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ. წარმოუდგენელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დრომდე, ორგანიზაციული საკითხების მოგვარება შევძლოთ და რედაქციის მუშაობა პარალიზებული არ იყოს, – ამბობს ბობოხიძე.