_ დღეს, რამდენიმე საათის წინ დამირეკეს, მითხრეს რომ პოლიციიდან მირეკავდნენ. ვკითხე, _ რასთან დაკავშირებით, რაზეც მიპასუხეს, რომ დაბარებული ვიყავი ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით. მე ვკითხე, მარტო მე მიბარებდნენ, თუ სხვებსაც. არა ქალბატონო. თქვენთან ერთად კიდევ ბევრია დაბარებულიო, მიპასუხეს. დამიბარეს სამშაბათს 10 საათზე, _ განაცხადა ნარი მუჯირმა „გურია ნიუსთან“.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსს გურამ ჩანტლაძეს, რომელმაც პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.