ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” არაერთმა წყარომ დაუდასტურა, თავად ექიმი ნანა ცხედიანი კი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
_ ქალბატონო ნანა, თქვენ სოფელ ბოხვაურში დადიოდით და მოსახლეობას მიწის უფასო რეგისტრაციას ჰპირდებოდით და ხელს აწერინებდით რაღაც ფურცელზე…
_ მე არავის არ შევპირებივარ მიწის უფასო რეგისტრაციას, დარეკეთ საკრებულოში და გეტყვიან ამის შესახებ, მე არა და სხვა კი შეპირდა… მე ხელი ნამდვილად არ მომიწერინებია არანაირ ფურცელზე.
_ ქალბატონო ნანა, თქვენ არ დადიოდით მოსახლეობაში ამასთან დაკავშირებით?
_შეიძლება კი დავდიოდი, მაგრამ სხვა მისიით. მაგრამ მიწის ფურცელთან მე არანაირი კავშირი არ მქონია.
_ ქალბატონო ნანა, ჩვენ ამის დამადასტურებელი ფაქტები გვაქვს…
_ არანაირად, ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე ვაწერინებდი ხელს რაღაც საბუთზე, მე სხვა მისია მაქვს. Dთუ თქვენ ინფორმაცია მოგაწოდათ ვინმემ, იმას ისიც ეცოდინებოდა, ვინ აკეთებდა ამას.
_ იქნებ თქვენ გვითხრათ, ვინ აკეთებდა?
_ მე რატომ უნდა გითხრათ? მე ეს არ მეხება.
საინტერესო სწორედ ისაა, რომ პროფესიით ექიმს, მიწის უფასო რეგისტრაციის პიარკამპანია ნამდვილად არ ევალება, მითუმეტეს მაშინ, როცა , 2 ივლისიდან, საქართველოში, მიწის საკუთრებაში დაკანონების პირველადი რეგისტრაცია ისედაც უფასოა.
“გურია ნიუსთან” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის უფროსი მოადგილე ეკა ერგემლიძე აღნიშნავდა:
_საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაცია გახდა უფასო. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით სამუშაოებს საჯარო რეესტრი არ ახორციელებს. აზომვით სამუშაოებს ასრულებენ კერძო საამზომველო კომპანიები, რომლებიც თავად განსაზღვრავენ მომსახურების საფასურს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ნაკვეთი ეყრდნობა საჯარო რეესტრის ბაზებში სისტემურად უკვე არსებულ საკადასტრო ინფორმაციას, მოქალაქეს არ მოუწევს ახალი აზომვითი ნახაზის მომზადება. ამ სამუშაოს ღირებულებას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრი.
_ ჩვენს კითხვაზე უკავშირდებოდა თუ არა ეს წინა საარჩვენო კამპანიას, ეკა ერგემლიძემ გვიპასუხა
_ არა, არა, ეს არჩევნებს არ უკავშირდება, ამიერიდან ასე იქნება.


































































