თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
შემთხვევა პროვინცია აქსარაიში მოხდა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გახდა აქსარაი-ანკარის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის მიზეზი. ავტობუსს მგზავრები დასავლეთ პროვინცია ბალიკესირიდან კაპადოკიის რეგიონში გადაჰყავდა.
დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.