“გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა თქვა, რომ ის არსად არ აპირებს წასვლას.
_ ბატონო ალეკო, ელოდით ასეთ შედეგს?
_ ხალხმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მე ველოდი თუ არა ამას, რა მნიშვნელობა აქვს.
_ რას აპირებთ მომავალში?
_ ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა, ძალიან ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული და ეს უნდა დასრულდეს, -გვითხრა მან.































































