“გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ რომ შინაგან და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, მაინც “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა.
თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე განთავსებულ დიდუბის #6 საარჩევნო უბანზე მიმაგრებულ 57-ე უბანზე, ხმა მისცა სახმელეთო ჯარების სარდლობამ. აქ ნაციონალებმა 758 ხმა მიიღეს, “ქართულმა ოცნებამ“ კი _ 525.
#2 უბანზე მიმაგრებულ 58- უბანზე ხმა მისცეს გაერთიანებული შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. “ქართულმა ოცნებამ” აქაც რამდენიმე ასეული ხმა მოიპოვა: ნაციონალური მოძრაობა _ 719, ქართული ოცნება _ 603. სპეცუბნებზე დარეგისტრირებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა მაჟორიტარ კანდიდატებსაც მისცეს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მიხედვით 57- ე უბანზე ქართული ოცნების კანდიდატმა ვახტანგ ხმალაძემ მიიღო 606 ხმა, ხოლო გიორგი ჩაჩანიძემ _ 697
58- ე უბანზე კი შედეგები ასე განაწილდა: ხმალაძე _ 514, ჩაჩანიძე _ 750 ხმა.































































