როგორც დღეს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზადაა კოალიცია ქართულ ოცნებას მინისტრთა კაბინეტის ფორმირების საშუალება მისცეს.
ჩვენი ინფორმაციით,ეს გადაწყვეტილება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინვე , არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ მიიღო. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, იცლება თავდაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის, განათლების და სხვა სამინისტროების პირველი პირების კაბინეტები.