https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი დასკვნა საპარლამენტო არჩევნების შესახებ

11:10; 3.10.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საკუთარ ანგარიშს ტირანაში მუდმივი კომიტეტის სხდომაზე წარმოადგენს, რომელიც 2012 წლის 6 ოქტომბერს გაიმართება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საკუთარ ანგარიშს ასამბლეის 2013 წლის იანვრის სხდომაზე წარმოადგენს. ევროპის პარლამენტი საკუთარ ანგარიშს საგარეო საქმეთა კომიტეტში ამ კომიტეტის შემდეგ სხდომაზე წარადგენს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მის ანგარიშს შემდეგ ყოველწლიურ სესიაზე ნოემბერში წარადგენს.

რაც შეეხება წინასწარ დასკვნას, ის 27 გვერდიანი და ბევრ თემას მოიცავს. დასკვნაში ნათქვამია, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა, მათ შორის მშვიდობიანი ფართომასშტაბიანი მიტინგების სახით, სახეზე იყო. “თუმცა საარჩევნო კამპანიის გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო, იგი მკვეთრი რიტორიკის გამოყენებით და ზოგ შემთხვევაში ძალადობის გამოვლინებით ხასიათდებოდა. საარჩევნო კამპანია ხშირად კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის წარმოჩენის მაგივრად ერთის მხრივ თანამდებობის და მეორეს მხრივ კერძო ფინანსური რესურსების გამოყენებაზე ფოკუსირდებოდა.” _ აღნიშნულია დასკვნაში.

საერთაშორისო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ დაშინებებისა და შევიწროებები ფაქტებზე, რომელსაც ადგილი წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა.

“გაერთიანებების, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება მთლიანობაში პატივცემული იყო, თუმცა პარტიული აქტივისტების დაშინების და შევიწროების შემთხვევები საარჩევნო გარემოს აფუჭებდა, რაც კონკურენტებს შორის უნდობლობის ატმოსფეროს უწყობდა ხელს. ამგვარი ინცინდენტები ხშირად ძირითადად ოპოზიციასთან დაკავშირებული საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირების დაკავებებით ან დაჯარიმებით მთავრდებოდა. სახელმწიფოს აქტივობებსა და მმართველი პარტიის კამპანიას შორის განსხვავება ხანდახან არ ჩანდა, რაც ეუთოს 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტის 5.4-ე პარაგრაფის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.” _ ნათქვამია დასკვნაში.

საერთაშორისო ორგანიზაცეიბის ერთობლივ დასკვნაში საუბარია იმაზეც, რომ საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაა შესაძლებელია:

“საარჩევნო კოდექსი მთლიანობაში ხელს უწყობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, თუმცა მისი კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებიც არსებობს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ვენეციის კომისიის მიერ მანამდე გაკეთებული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა, მათ შორის პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება, დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ საკუთარი კანდიდატურების წარდგენის უფლება და ქვეყანაში ცხოვრების ცენზის შემცირება. სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებს შორის მოსახლეობის რაოდენობის მხრივ არსებული დიდი განსხვავებები, რაც ძირს უთხრის არჩევანის თანასწორუფლებიანობის პრინციპს, რომელიც 1990 წელს ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.3-ე პარაგრაფის მიერ არის განსაზღვრული. გარდა ამისა, არჩევნების შემდეგ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების დისკვალიფიკაციის შესაძლებლობები, რომლებიც კანონის რამოდენიმე მუხლშია გათვალისწინებული, ეწინააღმდეგება ეუთოს 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.9-ე პარაგრაფს. ” _ ვკითხულობთ დასკვნაში.

დასკვნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსაც ეხება.

“კანონში სერიოზული ნაპრალები, ორაზროვანი დებულებები და დისპროპორციული სანქციებია გათვალისწინებული, რაც მის განხორციელებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. როგორც საარჩევნო კოდექსში ისე კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ მნიშვნელოვანი შესწორებები არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში შევიდა, რაც ზოგიერთმა თანამოსაუბრემ გააკრიტიკა რადგან მათი აზრით ამ შემთხვევაში მიუკერძოებლობის პრინციპი არასაკმარისად იყო დაცული.

ახალ მარეგულირებელ ორგანოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფართო დისკრეციული უფლებამოსილებები მიენიჭა, მაგრამ მთლიანობაში ამ ორგანომ ვერ შეძლო იურიდიული დებულებების გამჭირვალედ, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და თანმიმდევრულად გამოყენება და იგი ძირითადად ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებდა. ამ მხრივ კითხვები გაჩნდა შესაბამისი პროცედურების დაცვის და სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობის მხრივ”.

დასკვნის თანახმად “სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფართო დისკრეციული უფლებამოსილებები გააჩნია და 40 შემთხვევაში, რომლებიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ იქნა შესწავლილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნული ძალაუფლება ოპოზიციური პარტიების და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ არაპროპორციულად გამოიყენა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 100-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის საქმე გამოიძია, რომლებმაც თანხები ქართულ ოცნებას შესწირეს; მათგან 68 სასამართლოს მიერ იქნა დაჯარიმებული. ამისგან განსხვავებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ 10 შემომწირველის საქმე იქნა განხილული და აქედან 8 დაჯარიმებული, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის შეწირული თანხების საერთო რაოდენობა 6.5-ჯერ მეტი იყო ვიდრე ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხების რაოდენობა. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სულ 978 შემოწირულობა მიიღო, რომელთა საერთო რაოდენობა 20,701,268 ლარს შეადგენდა, იმ დროს როცა ქართული ოცნების კოალიციაში შემავალმა პარტიებმა სულ 1,433 შემოწირულობა მიიღეს, რომელთა საერთო ოდენობა 3,440,712 ლარს შეადგენდა.

რამოდენიმე იურიდიულმა პირმა, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სასამართლოს შეფასებით ქართულ ოცნებასთან და მის ლიდერთან იყვნენ დაკავშირებული, ქართულ ოცნებას გარკვეული მომსახურება გაუწიეს, მაგალითად მათ კოალიციას მიაქირავეს ოფისები, ტრანსპორტი და გაუწიეს პოლიგრაფიული მომსახურება. აღნიშნული მომსახურების ფასები მიმდინარე საბაზრო ფასებთან შეუსაბამოდ და შესაბამისად უკანონო შემოწირულობად ჩაითვალა (სულ მათი ოდენობა 2,847,908 ლარად იქნა შეფასებული). ბატონი ივანიშვილი და ბატონი კალაძე დაჯარიმდნენ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა გამოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილება თუმცა ის ჯერ არ მიუღია.”

მედიის პუნქტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი კერძო ტელეარხის ქვეყნის შიგნით დაფარვის ზონა შეზღუდული იყო, რაც მოქალაქეებისთვის მრავალფეროვან ინფორმაციაზე სრულ ხელმისაწვდომობას ხელს უშლიდა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი დამკვირვებლების ინფორმაციით რამოდენიმე ოლქში პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა თანამდებობები დატოვეს. ყველაზე მეტი შემთხვევა იყო ქუთაისში (131 საუბნო საარჩევნო კომისია) სადაც საუბნო საარჩევნო კომისიებში 405 წევრის გამოცვლა მოხდა, მათ შორის 218 ქართული ოცნების, 136 ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანების, 40 ლეიბორისტული პარტიის და 11 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ.

ამ რიცხვში შედიოდა 29,661 სამხედრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სპეციალური საარჩევნო უბნები შეიქმნა იმ ადგილებში სადაც ამომრჩეველთა სპეციალურ სიებში 50 ან მეტი სამხედრო ამომრჩეველი იყო შეყვანილი. თუ კონკრეტულ ადგილას 50-ზე ნაკლები სამხედრო იყო შეყვანილი სპეციალურ სიებში მაშინ ისინი ხმას აძლევდნენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით, რომლებიც შესაბამისი ჩვეულებრივი საარჩევნო უბნებიდან იყო გამოგზავნილი. ხმების დათვლის და შეჯამებისთვის ყველა სპეციალური საარჩევნო უბანი ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე იქნა მიმაგრებული. დაკავშირებული თხოვნების განხილვა გაურკვეველი ვადით ყოვნდებოდა ხოლმე.

საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემოს ძალადობის გამოყენებაც ახასიათებდა.

“საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო და მოქალაქეები მასში აქტიურად მონაწილეობდნენ მათ შორის მშვიდობიანი ფართომასშტაბიანი მიტინგების სახით. თუმცა საარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო, მას მკვეთრი რიტორიკის და ზოგ შემთხვევაში ძალადობის გამოყენება ახასიათებდა. საარჩევნო კამპანია ხშირად კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის წარმოჩენის მაგივრად ერთის მხრივ თანამდებობის და მეორეს მხრივ კერძო ფინანსური რესურსების გამოყენებაზე ფოკუსირდებოდა. გაერთიანებების, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება მთლიანობაში პატივცემული იყო, თუმცა პარტიული აქტივისტების დაშინების და შევიწროების შემთხვევები, განსაკუთრებით არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო გარემოს აფუჭებდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ბევრჯერ ჰქონდა ადგილი. _ წერია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ 26 სექტემბერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ შეამჩნია თუ როგორ უშლიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე ქართული ოცნების მიტინგის ჩატარებას ხელს.

“მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები პოლიტიკური აქტივისტების, ძირითადად ქართული ოცნების წარმომადგენლების, დაკავების და დაპატიმრების შესახებ. არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე ამგვარი ინფორმაციები კიდევ უფრო გახშირდა. ქართული ოცნების მონაცემებით ამ პერიოდში მოხდა მათი 60-ზე მეტი აქტივისტის დაპატიმრება, რაც მათი აზრით მათი საარჩევნო კამპანიის პარალიზების შეგნებული მცდელობა იყო. უწყებათშორისმა კომისიამ განიხილა აღნიშნული ბრალდებები და დაადასტურა რომ 44 შემთხვევაში მოხდა ადმინისტრაციული დაკავება და ძალადობის და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით დამატებითი ჯარიმების დაკისრება. სხვა პარტიების მხარდამჭერთა და აქტივისტთა დაკავების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევაში იქნა გაჟღერებული. დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო უწყებათშორისმა კომისიამ სამართალდამცავ ორაგნოებს გონივრული და ნაკლებად მკაცრი სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდა. უწყებათშორისი კომისიის განცხადებით მისი მოწოდების შემდეგ საარჩევნო კამპანიაში მონაწილე აქტივისტების დაკავების ფაქტებმა საგრძნობლად იკლო.” _ ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტში პატიმრების ცემის ფაქტებზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ ამან საარჩევნო გარემო შეცვალა.

“18 სექტემბერს საარჩევნო კამპანიის მიმართულება შეიცვალა მას შემდეგ რაც ტელევიზიით თბილისის ერთ-ერთ ციხეში პატიმრების წამების კადრები გავრცელდა. ამან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიტინგები და ორი მინისტრის მიერ საკუთარი პოსტების დატოვება გამოიწვია. ოპოზიციური პარტიები მოგვიანებით შეუერთდნენ ამ საპროტესტო გამოსვლებს და გააძლიერეს მმართველი პარტიის კრიტიკა, ოპოზიციური პარტიების რამოდენიმე კანდიდატმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და ქართულ ოცნებას გამოუცხადა მხარდაჭერა. იმ დროს როცა პრეზიდენტი სააკაშვილი მუდმივად აცხადებდა რომ არჩევნები მთავრობის და მმართველი პარტიის მიღწევების შესახებ რეფერენდუმი იქნებოდა, ქართული ოცნება პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდა და ამომრჩევლებს საკუთარი უკმაყოფილების საარჩევნო ყუთებთან და არა ქუჩებში გამოხატვას სთხოვდა”

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა რომ სახელმწიფო საქმიანობასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კამპანიას შორის განსხვავება ხანდახან წაშლილი იყო, რაც ხელს უწყობდა კამპანიის მიმდინარეობისას გარკვეულ არათანასწორობას, რაც ეწინააღმდეგებოდა 1990 წლის ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 5.4-ე პარაგრაფის მოთხოვნებს. ზოგჯერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს საჯარო ადგილებზე და ტრანსპორტზე უფრო უპირატესი წვდომა ჰქონდათ. ასევე იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების ოფისები მუნიციპალიტეტის შენობებში ჰქონდათ განთავსებული. მუნიციპალიტეტების რამოდენიმე თანამშრომელი დაჯარიმებული იქნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად სამთავრობო ოფისებში კამპანიების გამართვის გამო. გარდა ამისა რამოდენიმე შემთხვევაში მუნიციპალიტეტის და საჯარო სამსახურების ვებსაიტები მმართველი პარტიის გზავნილების გამოსაქვეყნებლად იქნა გამოყენებული.

რაც შეეხება არჩევნების დღეს, დასკვნის თანახმად მთლიანობაში არჩევნების დღემ მთელი ქვეყნის მასშტაბით წყნარ და მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების დღის ყველა ეტაპი პროცედურების შესრულების მხრივ მთლიანობაში დადებითად შეაფასეს, თუმცა ხმების დათვლის პროცესმა ნაკლებად პოზიტიური შეფასება მიიღო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგების გახმოვანება და ოქმების გამოქვეყნება არჩევნების დღის მეორე დღეს, დილის საათებში დაიწყო რამაც გამჭირვალეობას შეუწყო ხელი. ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მაჩვენებლები 60.8 პროცენტს შეადგენდა.

“საარჩევნო უბნებზე პროცედურები მთლიანობაში დაცული იყო და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეს პროცესი 158 მონახულებული უბნიდან დადებითად 140 საარჩევნო უბანზე შეაფასეს, თუმცა საარჩევნო უბნების გახსნისას მცირე დაყოვნებებსაც ჰქონდა ადგილი.

მოხდა რამოდენიმე პროცედურული პრობლემის იდენტიფიცირება. საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეამჩნიეს რომ ამომრჩევლები თავიანთ არჩევანს ყოველთვის საიდუმლოდ არ აკეთებდნენ, დამკვირვებლებმა მონახულებული საარჩევნო უბნების 5%-ში ჯგუფურად ხმის მიცემის ფაქტები დააფიქსირეს. გარკვეული არათანმიმდევრულობა ასევე დაფიქსირდა მარკირებისთვის გამოყენებული მელნის გამოყენებისას და შემოწმებისას, მარკირება ერთი ადამიანის მიერ ხმის მრავალჯერ მიცემის აღკვეთისთვის გამოიყენება (მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები მონახულებული უბნების 7%-ში იქნა დაფიქსირებული). ამომრჩეველთა იდენტიფიცირების პროცედურები მთლიანობაში დაცული იყო. მონახულებული საარჩევნო უბნების 7.5%-ში გარკვეული რაოდენობის ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს რადგან მათი გვარები არ აღმოჩნდა შესაბამის ამომრჩეველთა სიებში.

მართალია ხმის დათვლის პროცედურები მთლიანობაში შესრულებული იყო, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა დათვლის პროცესი ხმის მიცემის პროცესთან შედარებით ნაკლებად პოზიტიურად შეაფასეს. მონახულებული საარჩევნო უბნების თითქმის ერთ მეექვსედში ხმის დათვლის პროცესი ნეგატიურად იქნა შეფასებული. მონახულებული 135 საარჩევნო უბნების ერთ მესამედში საუბნო საარჩევნო კომისიას შედეგების ოქმის შედგენა გაუჭირდა, რამაც პროცედურული შეცდომები გამოიწვია, მათ შორის მონახულებული საარჩევნო უბნების ერთ მეათედში ოქმებზე ხელის წინასწარ მოწერა იქნა დაფიქსირებული. შედეგების ოქმები ყოველთვის გამოკრული არ იყო რაც კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება და გამჭირვალეობის პრინციპიდან გადახვევას წარმოადგენს. იყო იმის ნიშნები რომ მანამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 7 შემთხვევაში საარჩევნო ყუთებში ბიულეტინების ჩაყრა მოხდა, მათ შორის ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ხაშურში სადაც ხმის დათვლის პროცესი მოგვიანებით ჩაიშალა. ცესკომ განაცხადა რომ რამოდენიმე საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმების შესაძლებლობა განიხილება.

ხმების შეჯამების პროცესი ძირითადად გამჭირვალედ მიმდინარეობდა, ზოგიერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში ზედმეტი ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა. საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემებით რვა შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიების მასალები წესიერად დალუქული არ ყოფილა და შეჯამების პროცესზე დაკვირვებისას (87 უბანზე) 9 შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმში დაფიქსირებული ციფრები სწორად შეჯამებული არ ყოფილა. თეთრიწყაროში სულ ცოტა ორმა საუბნო საარჩევნო კომისიამ მათი ბიულეტინები და ოქმები პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გააგზავნა, რადგან ხალხმრავლობის გამო მათ ამ დოკუმენტების საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანა ვერ მოახერხეს”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო – ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიჩნევს, რომ საქართველო დისტანციაზე უნდა ჰყავდეს

10:04; 10 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8 თებერვალი, 2026

გურიის გუბერნატორი და ვიცე-გუბერნატორი კანონს დაემორჩილებიან

ოპოზიციაში გადასულმა პრეზიდენტმა გიორგი დემეტრაძე შეიწყალა?

ყველა სიახლე

სამართალი

დაშავებულები 31 და 39 წლის არიან – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ ავარიაზე

22:13; 10.02.2026
სამართალი

ავარია სამტრედიაში _ არიან დაშავებულები

21:49; 10.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

19:12; 10.02.2026
საზოგადოება

“დღეს უსაფრთხო აღარაფერია – მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”- თორნიკე მიგინეიშვილი

18:09; 10.02.2026
საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

17:56; 10.02.2026
საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებული სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10.02.2026
საზოგადოება

სს “წყალი მარგებელი” აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10.02.2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:43; 10.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

16:21; 10.02.2026
ფინანსები

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს”

14:14; 10.02.2026
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა”

13:06; 10.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ამოტრიალდა

11:47; 10.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო