_ ბატონო ვალერი, დაბრუნდით თქვენი უფლებამოსილების განსახორციელებლად თუ ოპოზიაში გადასვლას აპირებთ?
_ კანონმდებლობის მიხედვით გავაკეთებ ყველაფერს. მოიძიეთ ინფორმაცია, იმის შესახებ თუ როგორ ხდება დანიშვნები, გათავისუფლებები და ა.შ. აი ამის მიხედვით ვიმოქმედებ.
_ იქნებ გვითხრათ რას აპირებთ მომავალში?
_ ამას მალე გაიგებთ, წინასწარ რატომ გითხრათ ყველაფერი?
_ ბატონო ვალერი, ელოდით თუ არა ასეთ შედეგს?
_ მე რას ველოდებოდი, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მოდი რა, მე თვითონ დაგირეკავთ, ხალხში ვარ, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა გუბერნატორის მოადგილეს ლელა თავართქილაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ დღეიდან, ის მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში შეუდგა.
_ ქალბატონო ლელა, შეუდექით თუ არა თქვენი უფლება-მოსილების განხორციელებას?
_ მე შვებულებაში ვიყავი ჩემო კარგო, დღეს თუ ხვალ დავბრუნდები სამსახურში და რასაკვირველია, ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებ მუშაობას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რაც დევს კანონში, იმ სივრცეს არ გავცდეთ, ყველაფერს კანონის ფარგლებში გავაკეთებთ, კანონის ფარგლებშია სწორედ ის, რაც მოხდა. კონკრეტულად ვგულისხმობ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, არჩევნები ჩატარდა და დადგა ის შედეგებიც, რაც მივიღეთ.
_ ქალბატონო ლელა, ოპოზიაში გადასვლას ხომ არ აპირებთ?
_ მე ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული და შესაბამისად, როგორც გუბერნატორის მოადგილე, შვებულების დამთავრების შემდეგ, კვლავ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” ვიცე გუბერნატორმა ლელა თავართქილაძემ.