„გურია ნიუსი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა გიორგი თარგამაძეს, ლევან ვეფხვაძეს და ნიკა ლალიაშვილს და გაერკვია, რას აპირებენ ისინი, თუ პარლამენტში ვერ მოხვდებიან. ჩვენს ზარს არცერთმა მათგანმა არ უპასუხა.
ქდმ-ს პრესსამსახურში კი გაგვიცხადეს, რომ ვერც დავუკავშირდებოდით, რადგან ხვალინდელ ბრიფინგამდე ისინი არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.
პრესსამსახურისვე ცნობით, სპეციალური ბრიფინგი ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება.