ამ წუთებში ჩვენ ვესაუბრეთ ერეკლე კოდუას ძმას, გიორგი კოდუას, რომელიც არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას. ის ამბობს, რომ ერეკლეს გადადგომის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ვერც ის და ვერც მეორე ძმა _ დათო, ერეკლესთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ:
_ მე საქართველოში არ ვარ და ერეკლეს ვერ ვუკავშირდები, ტელეფონი აქვს გამორთული. ჩემს მეორე ძმას ვესაუბრე _ დათოს, მანაც არ იცის არაფერი. ხვალ საქართველოში ვიქნები, სახლში მივაკითხავ, რომ გავიგო, რა ხდება, _ ამბობს გიორგი კოდუა “გურია ნიუსთან” საუბარში.
აღსანიშნავია, რომ ერეკლე კოდუას გადადგომის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს დედამისი ლაურა ღაჭავა _ ზოგ მედიასაშუალებასთან ის ამბობს, რომ ელაპარაკა ერეკლეს და მან უთხრა, რომ გადადგომას არ აპირებს, ზოგ მედიასაშუალებასთან კი აცხადებს, რომ ვერ უკავშირდება ერეკლე კოდუას . მისი თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა მეორე შვილს _ გიორგის, რომლის თქმით, ის გუშინ დაუკავშირდა ერეკლეს და ამ უკანასკნელმა უარყო ინფორმაცია გადადგომის შესახებ.