ცდილობდა მაშინაც, როდესაც სააკაშვილი ბახველებს აშენებულ, დამშვენებულ და აყვავებულ საქართველოზე ესაუბრებოდა. ცდილობდა მაშინაც, როდესაც ოზურგეთის ცენტრში, მიხეილ სააკაშვილი გურიას აყვავებას ჰპირდებოდა, მაგრამ ვერ გადასცა _ დაცვამ არ მისცა ამის საშუალება. იმედდაკარგულმა მოხუცმა, წერილი, არჩევნების დღეს, საარჩევნო ყუთში ჩააგდო და ასეთი ორიგინალური ფორმით აუხსნა სააკაშვილს, რომ მის მიერ უყურადღებოდ მიტოვებული 5 ობოლის გამო არ შემოხაზა ხუთიანი.
“ბოდიში, ჩემო სააკაშვილო, ვცხოვრობ ღია ცის ქვეშ, ჭერი ცელოფანით მაქვს დახურული… ჩემი სახლი, ტელევიზორში მთელმა სამყარომ ნახა, სად არ ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ. მე 73 წლის ვარ და ვზრდი 5 ობოლს, თავად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, ასე რომ არავის არ ვჭირდები…
სოფელი ბახვი. ალესორიანი ლიანა, 1 ოქტომბერი
ვისაც ეს წერილი ხელში ჩაუვარდება, შეუძლია გამოაგზავნოს კომისია და დარწმუნდეს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა”.
ფოტო მოგვაწოდა ზურაბ ბაუჟაძემ































































