საუბრობს იმაზეც, რა ემუქრება საქართველოს ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით.
ბენდუქიზე აცხადებს, რომ “ტექტონიკური ძვრები” ქართველ ამომრჩევლების არჩევანში, პატიმრების წამების ამსახველმა ვიდეოკადრებმა გამოიწვია.
ლენტა რუ: თქვენთვის სააკაშვილის დამარცხება მოულოდნელი იყო?
კახა ბენდუქიძე: მე ვფიქრობდი, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უპირატესობა ექნებოდა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ბოლო ორ კვირაში, ციხის სკანდალმა ძლიერი “ტექტონიკური ძვრები” გამოიწვია. სასწორის პინა გადაიხარა. რეალურად, მანამდე, ოპოზციის შანსები არსებითად მცირე იყო. ჩემი პროგნოზი იყო 100:40-ზე “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ.
ლენტა რუ: თქვენ თვითონ როგორ აფასებთ ამ სკანდალს?
_ ვიდოჩანაწერების გამოქვეყნებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ახალგაზრდებში, რადგანაც ისინი სხვა გარემოში გაიზარდნენ, მათი წარმოდგენა საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე, უკეთესია, ვიდრე რეალობა. ისინი იქედან გამოდიოდნენ, რომ ზრდასრულობაში არ უნახავთ კორუფცია და უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ თავიანთი ნიჭის წყალობით მოხვდნენ და არა ფულით.
ერთის მხრივ, არჩევნების შედეგები, რა თქმა უნდა არ მომწონს, მაგრამ ეს რეფორმების თვალსაჩინო შედეგია. მოვიდა თაობა, რომელსაც ადამიანის უფლებები აღელვებს. ჩემი და თქვენი თაობის ადამიანებს არ აკვირვებთ, რომ ციხეში “ავტორიტეტები” და მეციხოვნეები პატიმრებს ამცირებენ. ამის გამო რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში არავინ გამოვა, ისევე, როგორც არ გამოვიდნენ მაგნიტსკის სიკვდილის გამო”, _ აცხადებს ბენდუქიძე “ლენტა რუ-სთან” ინტერვიუში, რომლის მცირე ნაწილი შემოგთავაზეთ.