_ არ ვიცი ზუსტად როდის ჩამოვალ გურიაში. ჯერ ვნახოთ, აქაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი, _ გვითხრა გოჩა ჩხაიძემ.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა ხდებოდა არჩევნების დღეს საფრანგეთში.
გოჩა ჩხაიძე: _ რაც შეეხება არჩევნებს საფრანგეთში, ხმის უფლება მხოლოდ იმათ მისცეს, ვინც მიხეილ სააკაშვილს მიცემდა ხმას ან იცოდნენ, რომ საერთოდ არ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას… რაზე უნდა ილაპარაკო როცა ხელისუფლების მონაცემებით 842 ემიგრანტია საფრანგეთში…
მარტო რონალპეს დეპარტამენტში, მე სადაც ვიმუშავე, 500 ოჯახი ცხოვრობს, პირადად შევაგროვე და გავაგზავნე 100 მდე ხელმოწერა… ასზე მეტი რეგისტრაციის შევსებული ბლანკი… 13 სექტემბრამდე იყო რეგისტრაციების ვადა. 12 სექტემბერს, შუადღისას გააკეთა საკონსულომ განცხადება, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გაქვთ, პარიზში უნდა ჩამოხვიდეთ და რეგისტრაცია გაიაროთო…მე პირადად ველაპარაკე კონსულს, კომისიის წევრებს, ყველამ ერთხმად მითხრა, _ ეს ჩვენი პრობლემა არ არის, აქამდე უნდა გეზრუნათ, თქვენთვის არ გვცალიაო, – გვითხრა გოჩა ჩხაიძემ.
































































