ისინი დადიოდნენ და აშინებდნენ ხალხს და ეუბნებიან, ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და თუ არ გადათქვამთ და უკან არ წაიღებთ მოგებულ ხმებს, მაშინ ჩვენ მოსულები ვართ ხელისუფლებაში და დაგიჭერთ ყველას“ _ განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ, დღეს პრესისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
_ ეუბნებიან ადამიანებს, რომ თქვით, თითქოსდა დაგაძალეს, ან ფული გადაგიხადეს, ან გააყალბეთ და თუ ამას იზამთ, მერე ჩვენთან იქნებით და ჩვენ მოგივლითო. ეს არის საშინელი ტერორი, ტერორი, რომელიც ერთხელ უკვე გაიარა ზუგდიდმა მხედრიონის დროს. დღესაც მხედრიონის სახე დათარეშობს ზუგდიდში, _ განაცხადა ახალაიამ.