თუ არ ჩამოცილდება ახალაია ამ მდგომარეობას, მაშინ ჩვენ მას დავიჭერთო. ეს ტერორი ყოველდღე ძლიერდება და გასაკვირი ის არის, რომ ესენი მოდიან ხელისუფლებაში და ამათ უნდა მართონ ეს ქვეყანა. მე ვწუხვარ, რომ ასეთი ხალხი მოვიდა პარლამენტში და ქართველმა ხალხმა მას მისცა ხმა, _ განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე როლანდ ახალაიამ.
„ალასანიამ მოინდომა ზუგდიდელების სულში ჩაფურთხება, გახსოვთ თქვენ, არჩევნების პირველივე დღესვე მან ჩამოიყვანა ახალი მხედრიონი შავ მაისურებში, გადაკრული შავი ნაჭრით თავზე, დადიოდნენ და აშინებდნენ ხალხს და ეუბნებიან, ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და თუ არ გადათქვამთ და უკან არ წაიღებთ მოგებულ ხმებს, მაშინ ჩვენ მოსულები ვართ ხელისუფლებაში და დაგიჭერთ ყველას“ _ განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ, დღეს პრესისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
_ ეუბნებიან ადამიანებს, რომ თქვით, თითქოსდა დაგაძალეს, ან ფული გადაგიხადეს, ან გააყალბეთ და თუ ამას იზამთ, მერე ჩვენთან იქნებით და ჩვენ მოგივლითო. ეს არის საშინელი ტერორი, ტერორი, რომელიც ერთხელ უკვე გაიარა ზუგდიდმა მხედრიონის დროს. დღესაც მხედრიონის სახე დათარეშობს ზუგდიდში, _ განაცხადა ახალაიამ.