„გურია ნიუსი“ უცვლელად, გთავაზობთ ტექსტს.
„ქართველი ერი მხოლოდ დღეს არ გამხდარა დაუნახავი. მე ვერც ბაჩო და ვერც დათა ახალაიებს ვერ შევადარებ ილია ჭავჭავაძეს და სულხან-საბას, მაგრამ უბრალოდ მაგალითისთვის, ეს ის ერია, რომელმაც ილია მოკლა, ხოლო სულხან-საბა წვერებით ათრია . . . ბაჩო და დათა ვინ არიან მათთან შედარებით . . . ჯერ სად ხართ, ერთი 3-4 თვე დააცადეთ . . . ბაჩო ახალაია მოენატრებათ, როცა უთოების გაცხელებას დაიწყებენ და დაუთოებას ვიღაცეების . . . თქვენ გგონიათ გადაჩვეულები არიან ან დავიწყებული აქვთ ეგ ყველაფერი??? არა ბატონო, უბრალოდ შიში ჰქონდათ, შიში და ვეღარ ყოფდნენ ცხვირებს გარეთ. ეხლა კიდევ გამოაყოფინეს და რატომ არ გამოყოფდნენ??? გაუქრათ ის შიში და აიშვეს . . . თქვენ ასე ადვილი გგონიათ ამათი მოთოკვა ეხლა ამ ფონზე??