ოზურგეთში მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს, ადიდებულმა მდინარეებმა სოფლის გზები დატბორა. სოფელ მთისპირში (უკანავაში) ბახვისწყლის ადიდების შედეგად პრობლემები შეექმნა „ბახვიჰესის-3“-ის მშენებლობას. სერიოზული საფრთხე დაემუქრა მთისპირისა და უკანავას დამაკავშირებელ ხიდს.